ე მანდ, იმ წერილში მელანი არ დაეწუწოთ! – ზარქუა ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წერილზე

„ახლა რომ გამოდიან და წერილს აგზავნიან, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში სადიყვნენ?, ე მანდ, იმ წერილში მელანი არ დაეწუწოთ“ – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წერილს, რომელიცევროკომისიის პრეზიდენტს მისწერეს.
„მამაკაც ოპოზიციონერებს რას უწუნებენ? მაგალითად, ბატონ რომანს, რომელიც იბრძვის დაიღწვის კანდიდატის სტატუსისთვის? რა ქნან, როგორ გაიპრავონ თავი, არ იციან. ახლა რომგამოდიან და წერილს აგზავნიან, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში სად იყვნენ? – სამუშაოჯგუფებში ვერ შემოვიყვანეთ. მაშინ სად იყო ამ ქალ ოპოზიციონერთა გაერთიანება? ესენიმაშინაც მავნებლობდნენ და ახლაც. იციან, რომ ყველაფერი გააკეთა მთავრობამ პრემიერისდა პარლამენტმა შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომსამართლიანი გადაწყვეტილების წინაშე დადგეს ევროკომისია. იციან, რომ სტატუსსველოდებით და არ უნდათ ჩამორჩნენ ამ მატარებელს. ერთმანეთს არ იყო, რომ ეუბნეოდნენგუშინწინ, შენ იყავი წინააღმდეგი და შენ არაო და ერთმანეთს ამხელდნენ?! აი, ეს არის ამათიმორალი, რომ ამორალურია, ამათი პრინციპი, რომ უპირნციპობაა, აქაც კი ჩანს! ე მანდ, იმწერილში მელანი არ დაეწუწოთ, ამას ვურჩევდი!“ – განაცხადა ზარქუამ ჟურნალისტებთან.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირსსაქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტსუსრულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ და წერენ, რომგანსაკუთრებით გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენებისფონზე, ქვეყანას სტატუსი უნდა მიენიჭოს.