6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

ექიმ ლევან რატიანს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში დავა მოუგო

პოპულარული

ექიმ ლევან რატიანს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში დავა მოუგო. უზენაესმა სასამართლომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელძღვანელს დაავალა, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ექთანი აღადგინოს და კომპენსაცია გადაუხადოს.

კვაჭაძე აცხადებს, რომ რატიანი მას უსამართლოდ მოექცა. ექთნის თქმით, ლევან რატიანმა ახსნა-განმარტების ბარათში ჩაწერა, თითქოს კვაჭაძეს ინტენსიურ განყოფილებაში ეძინა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ეს სასამართლომაც დაადასტურა.

ნინო კვაჭაძე ამბობს, რომ  რატიანმა საავადმყოფოდან მხოლოდ იმიტომ დაითხოვა,  რომ ექთანი შრომის დარღვეულ უფლებებზე ხმამაღლა საუბრობდა.

საუნივერსიტეტო კლინიკას ევალება იმ არაკანონიერი ბრძანების გაუქმება, კომპენსაციის გადახდა ჩემი გათავისუფლებიდან იმ დღის ცათვლით, როესაც მე აღმიდგება სამუშაო და რა თქმა უნდა, სამსახურში აღდგენა. ყოველთვის გამოვდიოდი იმის წინააღმდეგ, რომ მონიტორები არ იყო წესრიგშიდა ეს აზიანებდა პაციენტს, არ მუშაობა სატურატორები. არ შეიძლება, რომ ერთი ხელთათმანით რამდენიმე პაციენტთან მიხვიდე, არ შეიძლება ეკონომია გააკეთო ასევე ნიღაბზე, როცა ჩვენ გვეუბეოდნენ „არ გავქვს, გვიჭირს“. დროულად ინტენსიურში რომ გვეკუთვნის 3-4 პაციენტი, 12-საც ვემსახურებოდით ანუ სამმაგად, ოთხმაგად, მიზერული ხელფასით. ჩემი გამოსვლაც ეს იყო, ხელფასების მომატებაზე და ამან განაპირობა ჩემი გათავისუფლება და არა იმასნ, რაც შეთხზა რატიანმა და უკანონოდ გამათავისუფლა, – ამბობს ექთანი. 

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი კი თავს დამნშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ნინო კვაჭაძე კლინიკაში მუშაობის ღირსი არ იყო.  ამის მიუხედავად, რატიანი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს დადგენილებას შეასრულებს და ნინო კვაჭაძეს სამსახურში აღადგენს.

ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ამ ქალბატონს კიდევ არ აღვადგენდი, მაგრამ რადგან სასამართლომ ასე გადაწყვიტა, ასეც იყოს. ბრალი არავის წაუყენებია, ნამდვილად რეალურად ასე იყო, – ამბობს რატიანი „პირველებთან“ სატელეფონო საუბარში. 

Tvპირველი
- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები