1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ეს ყველაფერი მოხდა როდესაც მიმდინარეობდა პრეზიდენტის მეორე ტურის არჩევნები – რას აცხადებს გიორგი გახარია

პოპულარული

 

 

მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ოცნებას ჰქონდა პერიოდი და ამბობდნენ, რომ ჩვენ საერთოდ ტელევიზიები არ გვჭირდება, ამბობდნენ, რომ პიარი არ გვჭირდება და რასაც ვაკეთებთ ხალხი ისედაც დაინახავს. მე კარგად მახსოვს, როცა ეს პროპაგანტისტული მანქანა არ მუშაობდა, საკმაოდ ჯანსაღი კონკურენცია. თუმცა რაღაც მომენტში ყველაფერი შეიცვალა  – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ თეონა გეგელიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

მან საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიხსენა ამ აჩვენების მიმდინარეობის პროცესში ოცნების პროპაგანდაზე ისაუბრა:

„მე არ ვარ მომხრე წარსულზე ბევრი საუბრების, ჭორაობის მით უმეტეს, რომ დღევანდელი ხელუფლება, აწმყოზე, დღევანდელობაზეც ძალიან ბევრი კრიტიკის საფუძვცელს გვაძლევს. მე არასოდეს წარსულზე არ მიჭორავია და არც ვაპირებ. ჩვენი მიდგომა ყოველთვის სახელმწიფოებრივია და  ვიცით, რომ ერთმა არასწორმა ნასთქვამმა შეიძლება ქვეყანა  დააზიანოს.

მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოხდა როდესაც მიმდინარეობდა პრეზიდენტის მეორე ტურის არჩევნები, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო უცხოელი კონსულტანტების რჩევები, პროპაგანტისტული საშუალებების ეფექტურად გამოყენების თაობაზე, რამაც უფრო ეფექტურად იმუშავა. მანამდე მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ოცნებას ჰქონდა პერიოდი და ამბობდნენ, რომ ჩვენ საერთოდ ტელევიზიები არ გვჭირდება, ამბობდნენ, რომ პიარი არ გვჭირდება და რასაც ვაკეთებთ ხალხი ისედაც დაინახავს. მე კარგად მახსოვს, როცა ეს პროპაგანტისტული მანქანა არ მუშაობდა, საკმაოდ ჯანსაღი კონკურენცია. თუმცა რაღაც მომენტში ყველაფერი შეიცვალა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები