ეს მტერი ყოფილა – კოსტა სანიკიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ადვოკატის გარეშე დარჩა

ცნობილი მსახიობის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ადვოკატის გარეშე დარჩა – სასამართლო პროცესზე გიორგი გველესიანმა უფლება დამცველი მტრად გამოაცხადა.
ადვოკატისთვის ბრალდებულის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.
არ გინდა დაგიცვა? – მიმართა ლევან დავითაიამ გველესიანს, რაზეც ბრალდებულმა თქვა: “ადვოკატი მეგონე, მტერი ყოფილხარ”.
დაკავებულს ადვოკატის აცილების მიზეზი არ დაუსახელებია, დეტალებზე არც დავითაიამ ისაუბრა, თქვა მხოლოდ ის, რომ გუშინ გვიან ღამემდე ხვდებოდა განსასჯელს, შეათანხმეს პოზიციები, დღეს კი გიორგი გველესიანმა მისი აცილება მოითხოვა.
“პირველების” კორესპონდენტის ცნობით, კოსტა სანიკიძეზე თავდამსხმელის პროცესი ამ დრომდე ვერ იწყება – ოჯახი ახალ ადვოკატს ეძებს. ახლა ორი მთავარი კითხვა არსებობს: რას იტყვის მსახიობზე თავდამსხმელი განსასჯელის სკამიდან და მეორე, როგორი იქნება გადაწყვეტილება: გაუშვებენ ციხეში თუ კლინიკაში სამკურნალოდ? საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ ბრალდებულს ფსიქიატრიული შემოწმებაა ჩაუტარდება.
კოსტა სანიკიძე, რომელსაც თავდამსხმელმა დედისა და არასრულწლოვანი ძმის თვალწინ ორი იარაღით დაჭრა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 24 წლის ბრალდებული სისხლიანი ანგარიშსწორების ადგილზე დააკავეს.
წყარო: ტვ პირველი