ეს არის ომის ხაზის გადმოტანა ჩვენს ტერიტორიაზე – სამადაშვილი რუსული გემების ოჩამჩირეში შესაძლო გადაყვანაზე

ეს არის ომის ხაზის გადმოტანა ჩვენს ტერიტორიაზე – ასე ეხმაურება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი რუსული გემების ოჩამჩირეში შესაძლო გადაყვანას.
მისი თქმით, რუსეთის მოკავშირე საქართველოს ხელისუფლება არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს რუსეთს მისი ამოცანების განხორციელებაში.
რუსეთის საზღვაო შეიარაღების გადმოტანა ჩვენს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რეალურად ეს არის ომის ხაზის გადმოტანა ჩვენს სახელმწიფო ტერიტორიაზე. ამიტომ, ეს წარმოადგენს ძალიან დიდ გამოწვევას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. როგორც ყოველთვის, რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში, არა თუ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს რუსეთს მისი ამოცანების განხორციელებაში, არამედ არის მისი მოკავშირე. შედეგი არის ამის ის, რომ საფრთხე იზრდება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის”. – ამბობს სალომე სამადაშვილი.