3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ერთი სახელმწიფოს ორი ლიდერის განსხვავებული გზავნილები – პრემიერი და პრეზიდენტი პარიზში გადაიკვეთნენ

პოპულარული

არცერთი სიტყვა რუსი ოკუპანტების მოკლულ თამაზ გინტურზე, არცერთი სიტყვა ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო გემების ბაზირებაზე, პარიზის მშვიდობის ფორუმზე – ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ისე დაიწყო და ისე დასრულდა, რომ რუსული რეჟიმის სისასტიკეზე  და მის მეთაურ პუტინზე ოკუპირებული ქვეყნის პრემიერს არაფერი უთქვამს. ღარიბაშვილმა დღეს საერთაშორისო ტრიბუნა მხოლოდ საკუთარი თავის საქებად გამოყენა, რომ მისი მმართველობის დროს ომი ქვეყნაში არ ყოფილა.

პრეზიდენტი და პრემიერი ერთ ფორუმზე – სალომე ზურაბიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის გზები პარიზში გადაიკვეთა. ერთი სახელმწიფოს ორი ლიდერის რადიკალურად განსხვავებული გზავნილები მშვიდობის ფორუმიდან.

პრეზიდენტის გამოსვლაში მთავარი აქცენტი სწორედ ოკუპაციაზე გაკეთდა. ბევრი ისაუბრა რუსულ სისასტიკეზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც კრემლიდან მოდის.  რუსეთი არის მტერი, საქართველოს ხსნა კი ევროკავშირშია  – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები