5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“ერთად დგომის დროა” – კუპრავას პასუხი ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნის ავტორებს

პოპულარული

ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და ახალი არჩევნების ჩატარება – გიორგი მუმლაძეს და ნაცმოძრაობის კიდევ 17 წევრს პარტიის ახალი მენეჯმენტი პასუხობს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც პარტიის ცენტრალურ ოფისში ახალი მენეჯმენტის პოზიცია გაახმოვანა, ალიკა კუპრავა იყო, რომელიც გიორგი მუმლაძის თანამებრძოლი და მეგობარია. კუპრავა ენმ-ში სწორედ მუმლაძესთან ერთად მოვიდა და ერთად იბრძოდნენ მენეჯმენტის ცვლილებისთვის.

როგორც ალიკა კუპრავა ამბობს, მას არ ჰქონია შესაძლებლობა საკუთარ მეგობართან ესაუბრა აღნიშნულ მოთხოვნაზე, თუმცა ის თვლის, რომ მიუღებელია მუმლაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ პარტიაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან თვლის, რომ პოლიტიკური საბჭო სრულიად ლეგიტიმურია.

დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გამომდინარე მესმის, რომ არის ცუდ მდგომარეობაში. ახლა არის ერთიანობის დრო, ახლა არ არის პარტიული ყანყალის დრო. მე ვრჩები პარტიაში და ინდივიდუალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პარტია გაძლიერდეს და სწორება იყოს აღებული 2024 წელს ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში. ახლა ყველანაირი პარტიული დაპირისპირება აზიანებს მთავარ მიზანს – საქართველოს  გათავისუფლება რუსული ოლიგარქიული რეჟიმისაგან. მე არ მქონია შესაძლებლობა არც ამ ბრიფინგამდე და არც ბრიფინგის შემდეგ მესაუბრა გიორგი მუმლაძესთან, ჩემს უახლოეს მეგობართან, მე ერთხელ უკვე დავდექი ჩემს მეგობრებთან ერთად საჭიროების წინაშე, რომ მომეთხოვა პარტიაში ცვლილებები, ახალ ვთვლი რომ არის ერთად დგომის დრო და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ხელახალი არჩევნების ჩატარება პარტიაში,” – განაცხადა ალიკა კუპრავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები