6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა ვაიძულოთ არის ხელისუფლების დათმობა – სალომე ხვადაგიანი

პოპულარული

„ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა ვაიძულოთ არის ხელისუფლების დათმობა და მერე ნორმალური ხელისუფლება რომ მოვა, მერე დავუახლოვდებით ევროპას,“ – ეს განცხადება „რეაქციაში“ თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა გააკეთა.

ხვადაგიანის თქმით, „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსის პირობებშიც კი რუსეთთან დაახლოებას გააგრძელებს.

“მთელი წელი ბიძინა ივანიშვილმა აკეთა ყველაფერი, რომ არ შეესაბამებოდეს მისი პოლიტიკა ამ ჯილდოს და ამ დროს იღებს ამ ჯილდოს. თან გავითვალისწინოთ ისიც, რომ საშუალო ხანგრძლივობა კანდიდატის სტატუსობიდან წევრობამდე 9 წელია.
მთავარი არის ჩვენ ამოცანები სწორად დავსახოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ნატოს და მარტო არ დავრჩეთ რუსეთთან. ამოცანაა, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული, გვქონდეს თავისუფალი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია მოხდეს, ქართული ოცნების პირობებში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ოცნება დაიწყებს დეოლიგარქიზაციას რეალურად? ან თავისუფალ სასამართლოს შექმნის? ერთადერთი ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა, ამ ხელისუფლებას არ შეუძლია, ევროკავშირთან დაგვაახლოოს. მე ვხედავ, რომ კანდიდატის სტატუსის მოცემით ხელისუფლებას შეუძლია, რომ თავის პროდასავლურ ამომრჩეველში პოზიციაც კი გაიძლიეროს. უნდა ვესაუბროთ ადამიანებს, რომ პრობლემა არის ქართული ოცნება და ქართული ოცნება კანდიდატის სტატუსით და მის გარეშე, ევროკავშირთან ვერ დაგვაახლოებს და ავტომატურად კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს, რომ ქართული ოცნება რუსეთს არ დაუახლოვდება. „ქართული ოცნება“ თავისთავად რუსული რეჟიმია, მისი გზა კანდიდატის სტატუსითაც იქნება რუსეთისკენ,“ – ამბობს სალომე ხვადაგიანი. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები