7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა

პოპულარული

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა. ის NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ბლინკენი ხაზს გაუსვამს ალიანსის მხრიდან უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

“სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მათ შორის, NATO-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას,” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ბლინკენი ამ კვირას, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ უკვე მესამედ, ეწვევა ისრაელსაც. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, ვიზიტისას ბლინკენი განიხილავს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. საუბარი შეეხება მძევლების, ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარების საკითხებსაც.

ამას გარდა, ამ კვირას ბლინკენი ჩავა ჩრდილოეთ მაკედონიაში, დასავლეთ სანაპიროსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები