7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

„ენდორფინი“ – ბედნიერების ადგილი

პოპულარული

კლინიკა „ენდორფინი“ მრავალპროფილური ესთეტიკური მედიცინის ცენტრია, სადაც მომსახურებას უმაღლესი რანგის სპეციალისტები გაგიწევენ.

კლინიკა აღჭურვილია მაღალხარისხიანი ტექნოლოგიური ესთეტიკური აპარატებით, სამსხივიანი ლაზერით, კრიოლიპოლიზის აპარატებით და ასე შემდეგ.

კლინიკა „ენდორფინი“ 2015 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის ყველა მიმართულებას: გაახალგაზრდავება ინექციური და არაინექციური მეთოდებით, სახის კანის გაახალგაზრდავება ძაფებით (იგივე ტრედლიფტინგი); ტუჩის აუგმენტაცია, ცხვირის არაოპერაციული რინოპლასტიკა, თმის ცვენის მკურნალობა, ჭარბოფლიანობის მკურნალობა, ჭარბთმიანობის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით, აკნეს მკურნალობა, წონის კორექცია კრიოლიპოლიზით, სხვადასხვა სახეობის სპა-გამაჯანსაღებელი, სამკურნალო, ანტიცელულიტური და სახის მასაჟი, პედიკურ-მანიკური, ვიზაჟი, სოლარიუმი, წამწამების ღეროვანი დაგრძელება, პერმანენტული მაკიაჟი, სახის წმენდა, პილინგი.

ამასთან, კლინიკა „ენდორფინის“ აკადემიაში ყველა ჩამოთვლილი სპეციალობის შესწავლაა შესაძლებელი. აკადემიაში გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და მასტერკლასებიც ტარდება ახალი პროფესიის შესწავლის მსურველთათვის.

ბოლო წლების განმავლობაში აკადემია 1000-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ თავიანთ სფეროებში, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთაც.

 

კლინიკა „ენდორფინის“ პროფესიონალთა გუნდმა შექმნა სწავლების სპეციალური ულტრათანამედროვე მეთოდები. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ინექციური კოსმეტოლოგიის კურსი, რომელიც განკუთვნილია როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი ექიმებისთვის. სწავლება მიმდინარეობს სამ ენაზე, კურსის ხანგრძლივობა სტანდარტულად შეადგენს 2 თვეს, თუმცა მოთხოვნებიდან გამომდინარე, გვაქვს უმოკლესი ექსპრეს კურსებიც. კლინიკა „ენდორფინის“ პროფესიულ აკადემიას გამოარჩევს მუშაობის როგორც თეორიული, ასევე შეუზღუდავი პრაქტიკული მეცადინეობები.

კლინიკა „ენდორფინის“ კურსდამთავრებულები ფლობენ მენეჯმენტის საფუძვლებსა და პროფესიის გამოყენების სხვადასხვა გზას.

”მიხარია და მეამაყება, რომ ჩვენთან მოსული სტუდენტები განიცდიან ტრანსფორმაციას და იცვლება მათი ცხოვრების ხარისხი ყველაფერ ამაში ფუნდამენტური როლი სწორედ კლინიკა „ენდორფინის“ პროფესიონალთა გუნდს მიუძღვის. მინდა, მივმართო ყველას: არასდროს თქვათ უარი საკუთარ ოცნებებზე, ჩვენთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია,“ – ამბობს კლინიკის დამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი.

კლინიკა ენდორფინში მოსულ თითოეულ პაციენტს თუ სტუდენტს ელის თბილი, კომფორტული გარემო, სადაც ყველაფერია საუკეთესო შედეგებისთვის და წარმატებისთვის. ამას კლინიკა ენდორფინის აკადემიის ყველა კურსდამთავრებულიც აღნიშნავს.

„აკადემია „ენდორფინი“, მართლაც, ბედნიერების ადგილია. აქ იმედები არავის გაუცრუვდება, აქ ნამდვილად დაეუფლები სასურველ პროფესიას ყველაზე კვალიფიციურ და მეგობრულ გარემოში,“ – გვეუბნება კლინიკა „ენდორფინის“ ინექციური კოსმეტოლოგიის სტუდენტი ქეთი ჯიქიძე.

„ძალიან ბედნიერი ვარ „ენდორფინის“ ესთეტიკის ცენტრზე რომ შევაჩერე არჩევანი. მოგეხსენებათ, დღეს ძალიან ბევრი კოსმეტოლოგია და რთულია არჩევანის გაკეთება. რატომ შევარჩიე არჩევანი „ენდორფინზე“? ვფიქრობ, ძალიან დიდი ადამიანი უნდა იყო, რომ შენი მრავალწლიანი გამოცდილება სვას დეტალურად გადასცე. ასეთი სპეციალისტები არიან სწორედ ნათია და თამთა – კვალიფიციური სპეციალისტების გუნდი; ჩემს გრაფიკს მაქსიმალურად მოარგეს სწავლის მიმდინარეობა. ყველა დეტალი მრავალჯერ და მრავალმხრივ ახსნილია და ყველაზე მნიშვნელოვანი  – რეალურად, კლინიკიდან გადიხარ უკვე სპეციალისტი, რადგან აქ პრაქტიკებიც ხელმისაწვდომია,“ – აღნიშნავს კლინიკა „ენდორფინის“  ინექციური კოსმეტოლოგიის სტუდენტი, ელზა თათოშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები