3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ევროპული კომისია შეისწავლის სიტუაციას და შეფასებას გამოაქვეყნებს – ჰერჩინსკი მთავრობის სამოქმედო გეგმაზე

პოპულარული

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დაადასტურა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც გუშინ მთავრობამ დაამტკიცა, ევროკომისიაში უკვე გაიგზავნა. ​მისი თქმით, ევროკომისია ყურადღებით შეისწავლის სიტუაციას და შეფასებას გამოაქვეყნებს.

“როგორც არაერთხელ ღიად და გულწრფელად მითქვამს, ოპტიმისტი ვარ, ამიტომ ვარ საქართველოში, ვცდილობ, ვიყო ქართული წარმატების ნაწილი. როგორც ვიცით, 8 ნოემბერს ევროკომისიამ დადებითი შეფასება გასცა კანდიდატის სტატუსზე. ახლა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა განიხილავს და 14 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას. ძალიან მიხარია, რომ ხელისუფლებამ სწრაფად იმოქმედა. შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც განხილული და დამტკიცებული იქნა მთავრობის მიერ, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიასთან.

ევროპული კომისიის კოლეგები ყურადღებით შეისწავლიან სიტუაციას და თავიანთ შეფასებას გამოაქვეყნებენ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ხდება არა დროის დასაკარგად, არამედ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველომ შეძლოს, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება სწრაფად დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას,” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები