1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

დღეს საქართველოში ყველზე ძლიერი პოლიტიკური ინსტინქტის მატარებელი პოლიტიკოსი არის მიხეილ სააკაშვილი-ხიდაშელი

პოპულარული

დღეს საქართველოში ყველზე ძლიერი პოლიტიკური ინსტინქტის მატარებელი პოლიტიკოსი არის მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„მე მას ხმას არ ვაძლევ,პატივს არ ვცემ, როგორც პოლიტიკოსს, ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების უბედურებად და ბოროტებად მიმაჩნია, მაგრამ ის არის ერთადერთი სწორი ინსტინქტების პოლიტიკოსი ამ მდგომარეობით, როგორც პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. თავისი პოლიტიკური ამოცანისთვის ძალიან სწორად მოქმედებს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით, „ნაციონალური მოძრაობა“ უშეცდომოდ მოქმედებს.

„ჯერჯერობით, „ნაციონალური მოძრაობა“ უშეცდომოდ მოქმედებს იმის მიუხედავად, მე რას ვფიქრობ. ამ წუთის მდგომარეობით „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ხელისუფლების გარდა, რომლის სარჩევნო ხედვები, ნაბიჯები უკვე სახეზეა. მან კოალიცია გააკეთა. არის საზოგადოებაში კოალიციაზე მოთხოვნა? მან შემოიერთა სხვა პარტია და თქვა: აგერ ბატონო, ჩემი კარი ღიაა, დავიწყეთ კოალიციის შენება და ვისაც გინდათ მობრძანდით“, – განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ 23 ნოემბერს რამდენიმე ამბავს შეიტყობს საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული თუ საარჩევნო სუბიექტის სტრუქტურის შესახებ.

„როგორც ჩანს, ერთხელ და სამუდამოდ გავიგებთ, პარტია იყოფა კიდევ ერთხელ თუ არა. ასევე მაქვს მოლოდინი, რომ ლიდერს გამოაცხადებენ. არ ვიცი, დაარქმევენ თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ საარჩევნო ლიდერსაც გამოუცხადებენ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც მან განმარტა, მიხეილ სააკაშვილის გარდა, თუ სხვა ვინმეს გამოაცხადებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ეს „მათი მხრიდან ძალიან უგუნური ნაბიჯი იქნება“.

„როდესაც ვამბობ იმას, რომ ძალიან სწორ და ჭკვიანურ ნაბიჯებს დგამენ თავიანთი პოლიტიკური ამოცანებისთვის, ერთადერთი სწორი და გონიერი ნაბიჯი მათი მხრიდან არის მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გამოცხადება იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც შერჩა ამომრჩევლად, ის სააკაშვილის ამომრჩეველია, ხაბეიშვილის ამომრჩეველი არ არის. ეს მგონი, ყველამ იცის“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შესაძლებლობები ლიმიტირებულია, მაგრამ პოზიტიურია საარჩევნო ბარიერის თვალსაზრისით.

„ნაციონალური მოძრაობა შემდეგ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება, მაგრამ ის არის შეზღუდული. არ აქვს განსაკუთრებულად რაიმე ზრდის პოტენციალი. ამიტომ, ახლა მათი მთავარი ამოცანა არის ის, რომ პარტიაში მორიგი გახლეჩა, განხეთქილება არ მოხდეს და მათი ამომრჩევლის თუნდაც მცირე ნაწილის დაბნეულობა არ გამოიწვიონ“,- განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამჟამინდელი მონაცემებით, 2024 წლის არჩევნებზე პარტია „ლელოს“ აძლევს ხმას.

„ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება მეთორმეტე წელია მუდმივად იმის მტკიცებაში არიან, ვის უფრო დიდი რქები აქვს. ამასობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ სუპერ დიდი რქები თანდათან დაპატარავდა იმ ფონზე, რასაც „ქართული ოცნება“ ახერხებს და სჩადის ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა ხიდაშელმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები