1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

დღევანდელი დღე ქართველი ხალხის გამარჯვებაა, პრეზიდენტს ჰქონდა დიდი როლი – ოთარ ზურაბიშვილი

პოპულარული

საქართველოს პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ეხმაურება და ქართველ ხალხს დიდ გამარჯვებას ულოცავს.

ოთარ ზურაბიშვილი “პირველებთან” საუბრის დროს აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა გამოიყენა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ეს ნაბიჯი და ეს გამარჯვება, მათ შორის, მინდა, აქცენტი გავაკეთო ახალგაზრდებზე, რადგან მათი დიდი როლი არის ამ წინსვლაში. პრეზიდენტს ჰქონდა დიდი როლი იმაში, რომ მან ევროპელ ლიდერებთან დაამყარა კონტაქტი და ჰქონდა ურთიერთობა. პოლიტიკაში ტემპი არის მთავარი, დღევანდელი ტემპი არის ჩვენი გამარჯვება და წინსვლა ევროპისკენ და ახლა თავს შევიკავებ მთავრობაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო, დღევანდელ დღეს ეს არ არის საჭირო, მომავალში მოვა ამაზე საუბრის დრო – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები