6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში- პრეზიდენტი

პოპულარული

დიპლომატების დღესთან დაკავშირებით, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილი მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.  

პრეზიდენტი ფიქრობს რომ გადამწყვეტ არჩევნებში უცხოეთში მცხოვრები დიასპორის ჩართვასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

თუ არ მივიღეთ [კანდიდატის სტატუსი], რაც დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდებარომ არმივიღოთ, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი. რაც არ ვიცი რით უნდა დავძლიოთ. ძალიან რთული იქნება და რთული იქნება ყველაზე მეტად იმ ახალი თაობისთვის, რომელიცამას ელოდება და რომლის ახლო და ხანგრძლივი მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, თუ მივიღეთ, პირიქით ეს იქნება იმ იმედის საფუძველი, რომელიც მერემობილიზაციაში გადაიქცევა, რის გარეშეც ჩვენ სერიოზული და თავისუფალი არჩევნები არგვექნება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ არჩევნები, ჩვენ სერიოზულად უნდა ჩავებათ. დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში, შორიდან არ გვიყუროს და თქვან რომთქვენ ასე და ისე უნდა მოიქცეთ. არა, მოქცევა და ჩართვა ნიშნავს, რომ მონაწილეობა უნდამიიღო ამ არჩევნებში, მაგრამ  პირველი და აუცილებელი წინაპირობა ამ ყველაფრის არის ის, რომ ხალხი იმედიანად იყოს, მობილიზებული იყო, გვჯეროდეს რომ შეგვიძლია ყველაფერიგავაკეთოთ და ყველაფერს მივაღწევთ.”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები