3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

დიახ, საქართველო ამ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის წევრობას შეძლებს – მიხეილ სარჯველაძე

პოპულარული

 

დიახ, საქართველო ამ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის წევრობას შეძლებს -განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.

“8 ნოემბრამდე ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს ხელისუფლება ვერ მიიყვანს კანდიდატის სტატუსამდე ქვეყანასო, მერე მიხვდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღო ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ, მერე ერთი სიტყვა შეცვალეს და დაიწყეს საუბარი, რომ მოლაპარაკებების გახსნამდე ვერ მიიყვანს ხელისუფლებაო, ეს არის მათი რიტორიკის ნაწილი, რომელიც თვითონაც არ სჯერათ უბრალოდ, რასაც ამბობენ, ამის მართებულობის.

მგონი, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ მანამდეც საზოგადოებას ატყუებდნენ და ახლაც რასაკვირველია, იგივე რეჟიმში იმყოფებიან. დიახ, საქართველო შეძლებს ამ ხელისუფლების პირობებში, ყოველ შემთხვევაში, ამ დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად ასე ჩანს, რომ მიაღწიოს მოლაპარაკებების გახსნასაც და ევროკავშირის წევრობასაც” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები