3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

დავით ხიდაშელს რაჭის ტყეებს ართმევენ – რას აცხადებს რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენი

პოპულარული

დავით ხიდაშელს რაჭის ტყეებს ართმევენ – რას პასუხობს გარემოს დაცვის მინისტრს ბიზნესმენი? – დავით ხიდაშელმა “პირველებს” წერილი გამოუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ მას დღემდე არ გადასცემია ის ფართობი, რომელზეც უნდა განეხორციელებინა ინვესტიცია და კონკრეტული ვალდებულებები შეესრულებინა და ამის ორ მიზეზს ასახელებს.
ხიდაშელის მტკიცებით, თავდაპირველად, სამინისტრომ შეუმცირა კომპანიას ის ფართობი, რაც მას უნდა გადასცემოდა. ხიდაშელმა დამატებით 6-თვიანი ვადა ვალდებულებების შესასრულებლად, თუმცა ეს თხოვნა არ დაუკმაყოფილეს.
მოგვიანებით, სასამართლოში შევიდა განცხადება იმის შესახებ, რომ ლიცენზია გაუქმებულიყო, რომლითაც ხიდაშელს რაჭის ტყე გადაეცა და ამანაც დროში გააჭიანურა ფართობის მისი კომპანიისთვის გადაცემა.
დავით ხიდაშელი გარემოს დაცვის სამინისტროს თხოვნით მიმართავს, რომ გადასცენ ეს ფართობი მას, რათა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
დავით ხიდაშელისთვის ჩამორთმეული რაჭის ტყეები მალე მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება – ამის შესახებ განცხადება დღეს ოთარ შამუგიამ გააკეთა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ამით ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქე ხიდაშელმა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები