3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“დააყენე ერთი ადგილი…თავიდან ბოლომდე ერთი ადგილი ხარ” – ქარელის მერის ბილწსიტყვაობა და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

პოპულარული

ქარელის მერი ბილწსიტყვაობაშია მხილებული. ზაზა გულიაშვილს თანამდებობისთვის შეუფერებელ საქციელში ოპოზიცია ადანაშაულებს. როგორც გაირკვა, საკრებულოს სხდომაზე, “ქართული ოცნების” წევრმა იერიში ბასილ ბაქრაძეზე მიიტანა და სიტყვიერად დაუპირისპირდა. გულიაშვილი წყობიდან მუნიციპალურ აიპებში საშტატო ნუსხასთან დაკავშირებით დასმულმა  კითხვებმა გამოიყვანა.

“…ერთ ადგილს დააყენებ ეხლა მართლა მანდ, წყნარად. და ის ერთ ადგილზე, რასაც შენ ლაპარაკობ…დააყენე ახლა ერთი ადგილი მართლა, რომელ ადგილზეც ლაპარაკობ. თავიდან ბოლომდე ერთი ადგილი ხარ…დააყენე…დააყენე…არაფერი გაგიკეთებია მართლა ერთი ადგილის გარდა…,” – თქვა ქარელის მერმა სხდომაზე.

ხელისუფლების ოპონენტები მერის პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობენ.

“ქარელის მუნიციპალიტეტის მერი არის ხულიგანი. ის შეურაცხყოფას აყენებს ყველას და საზოგადოებრივ სივრცეებში, ზოგადად, უხამსი გამონათქვამებით მიმართავს ადამიანებს. იქიდან გამომდინარე, რომ არასოდეს დაკისრებია მას პასუხისმგებლობა, მოქალაქეებისათვის გინებაზე, შეურაცხმყოფელ მიმართვაზე, ის გათამამდა და ახლა უკვე საკრებულოს შენობაში ის მიმართავს საკრებულოს წევრებს, მოქალაქეების წარმომადგენლებს, ამ უხამსი გამონათქვამებით. როგორც მინიმუმ , დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა იდგეს საკითხი მისი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით,” – ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები