3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

გრიგორიადისის დედა: მოლოდინი მაქვს, რომ უნდა გამოვიდეს – მჯერა, ზურაბიშვილი შეიწყალებს

პოპულარული

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის შვილს შეიწყალებს.

15 ნოემბერს 12:00 საათზე და 17 ნოემბერს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი პროცესები გაიმართება და, სავარაუდოდ, განაჩენიც გამოცხადდება.

განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლაზარე გრიგორიადისის დედა ემიგრაციიდან დაბრუნდა. ფორმულასთან საუბრისას თამთა კალანდაძე ამბობს, რომ “თუ სამართალი არსებობს ამ ქვეყანაში, ლაზარე უნდა გაათავისუფლონ”.

“რატომ ჩამოვედი და იმიტომ, რომ ვეღარ გავუძელი. ვითმენდი, მეთქი დღეს წავალ, ხვალ წავალ და ასე უცებ დავურეკე დედას და ვუთხარი, რომ უნდა წამოვიდე. თუ სამართალი არსებობს ამ ქვეყანაში, მოლოდინი მაქვს, რომ უნდა გამოვიდეს და მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს”, – აცხადებს გრიგორიადისის დედა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები