6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

გოჩა ჯავახიშვილი – გულთბილი შეხვედრა შედგა საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, ემანუელ მაკრონმა ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებული პატივით და უმაღლესი პროტოკოლით მიიღო

პოპულარული

ძალიან გულთბილი შეხვედრა შედგა საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. საქართველოს პრემიერი განსაკუთრებული პატივით და უმაღლესი პროტოკოლით მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტმა, –  ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გოჩა ჯავახიშვილის თქმით, ისაუბრეს იმ გზაზე, რაც საქართველოს აქვს გასავლელი მომავალში, იმ რეფორმების წარმატებაზე, რომლებმაც საქართველო საბოლოო წევრობამდე უნდა მიიყვანოს.

„უშუალო, გულწრფელი შეხვედრა გაიმართა, ფორმატი იყო პირისპირ შეხვედრა სახელმწიფო ლიდერებისა. რასაკვირველია, პრემიერმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მიერ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიულოცა გუშინდელი დღის შედეგი – რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ასევე, ისაუბრეს იმ გზაზე, რაც საქართველოს აქვს გასავლელი კიდევ მომავალში, იმ რეფორმების წარმატებაზე, რომლებმაც საქართველო საბოლოო წევრობამდე უნდა მიიყვანოს. ასევე, ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე და იმ რეგიონულ გამოწვევებზე, რომლებიც ამჟამად ჩვენს რეგიონშია და იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც შეუძლია, საქართველოს ითამაშოს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მისაღწევად“, –  განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები