6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

გორის საკრებულოს “ოცნების” მდიდარი დეპუტატი – გურამ კორინთელის შემოსავლები

პოპულარული

გორის საკრებულო “ოცნების” მდიდარი დეპუტატების სამსახურადაა გადაქცეული. გურამ კორინთელი, რომლის კომპანიებიც, ტენდერებს ერთი მეორის მიყოლებით იგებს, ახლა “ოცნების” ხმაა ქალაქის საკრებულოში. სწორედ კორინთელმა შეავსო გიორგი სოსიაშვილის თავისუფალი სკამი.

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, პარტიულ სიაში მე-14 ნომრად გაფორმებული კორინთელი, პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, გურამ კორინთელს რამდენიმე აქტიური ბიზნესიც აქვს. ის სამი კომპანიის შპს “შპს “გლობალ იმპორტი” და შპს “ბეღელი”  და “მეგა დეველოპმენტის” დირექტორია. მათგან ერთ-ერთი კომპანიას კი, ბოლო სამ წელში, გორის მერიასთან 12 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

შეთანხმებები დადებულია როგორც ტენდერით ასევე უტენდეროდ. დეპუტატს, რომლის  ყოველთვიური ხელფასი საკრებულოში 750 ლარი იქნება, ხალხის ჯიბიდან საკუთარი კომპანიებისთვის უკვე მიღებული აქვს ასი ათასობით ლარი.

შპს “მეგა დეველოპმენტი” – ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც გურამ კორინთელმა 2020 წლის 13 ნოემბერს დააფუძნა და პირველი ტენდერი დაფუძნებიდან 5 დღეში მოიგო. დაფუძნებიდან ერთ კვირაში კი, გორის მერიამ მისი მომსახურება პირდაპირი შესყიდვის გზითაც შეიძინა.

2020 წლის 18 ნოემბერს გორის მერიამ შპს “მეგა დეველოპმენტს” პირველი ხელშეკრულება გაუფორმა. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 15 000 ლარი იყო.
2020 წლის 20 ნოემბერს გორის მერიამ კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის ფორმით 15,663 ლარის ღირებულების მომსახურება იყიდა.
2020 წლის 25 ნოემბერს, გორის მერიამ კომპანიისგან ამავე ღირებულების მომსახურება მეორედაც შეიძინა.
ჯამში, დაფუძნებიდან ორ კვირაში, გორის ბიუჯეტიდან “ქართული ოცნების” წევრის კომპანიამ 45 000 ლარზე მეტი მიიღო.

ამის შემდეგ, აღნიშნულმა კომპანიამ მერიის კიდევ ორ ტენდერში გაიმარჯვა და 2021 წელს გორის ბიუჯეტიდან ჯამში 55 000 ლარი მიიღო.

ტენდერების პარალელურად, გორის მერია კომპანიის მომსახურებას უტენდეროთაც ყიდულობდა. პირდაპირი შესყიდვის გზით, გორის მერიას კომპანიისგან 247 299 ლარის მომსახურება აქვს შეძენილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები