5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

გოგა ხაინდრავა – გუნდის წევრების ცვლა, სხვა პოზიციაზე გადაყვანა, ჩვეულებრივი ამბავია

პოპულარული

ის, რაც ხდება, გუნდის წევრების ცვლა და სხვა პოზიციაზე გადაყვანა, არის ჩვეულებრივი ამბავი და არც ერთი ევროპული ქვეყანა არ არის, სადაც მსგავსი რამ არ ხდება, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მით უმეტეს, იმ გუნდში, რომელიც ათი წელია, ხელისუფლების სათავეშია. ეს იყო ტაქტიკური ნაბიჯი, გუნდის შიგნით მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, მაგისტრალური მიმართულება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, ბუნებრივია, არ შეიცვლება.

„დარწმუნებული ვარ, რამე სტრატეგიული არ შეიცვლება. გეგმები, რომლებიც ამ გუნდს გააჩნდა, რითაც ის ამომრჩევლების წინაშე წარდგა და რითაც ქვეყნის განვითარებას ახორციელებდა, დღის წესრიგში დარჩება. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ათი თვე პრაქტიკულად იმავე პროგრამით გაგრძელდება, რა პროგრამაც ღარიბაშვილს ჰქონდა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. იმიტომ, რომ აქ პიროვნული გადაწყვეტილებები არ არის, რაც ჩანს და რასაც ვხედავთ, ათი წელია“, – განაცხადა ხაინდრავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ახალი პრემიერ-მინისტრის განახლებულ სამთავრობო პროგრამას და გზავნილს – „ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე“, გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ამის პერსპექტივა არსებობს და ამის შესაძლებლობა გააჩნია ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ასეთი მოთხოვნები დააყენა და შექმნა პირობები, რომ ხელისუფლებას ამის განხორციელება შეძლებოდა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ათი წელია, როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ამან განაპირობა დღეს არსებული დადებითი შედეგები, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით თუ სხვა. ბუნებრივია, ძნელია, ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურ კატასტროფაში ცხოვრობდა 70 წლის განმავლობაში და საბჭოთა წარსულიდან გამოვიდა, დღეს შეადარო ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში კეთილდღეობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ შედეგები კარგია, რაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის, რომ საქართველო უკვე არ არის ღარიბი ქვეყნების რიგში და მიზანი არის, 2030 წლისთვის ქვეყანა ჩადგეს იმ ქვეყნების რიგში, სადაც კეთილდღეობა არის მოსახლეობის ყოფის საერთო სურათი. ამის პერსპექტივა არსებობს და ამის შესაძლებლობა გააჩნია ქართულ საზოგადოებას, რადგან ქართული საზოგადოება ამისთვის მომწიფდა, ქართულმა საზოგადოებამ დააყენა ასეთი მოთხოვნები და შექმნა პირობები, რომ ამის განხორციელება შეძლებოდა ხელისუფლებას“, – განაცახდა ხაინდრავამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას შეცვლის მმართველ პარტიაში ბიძინა ივანიშვილის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში და როგორია მისი დაბრუნების ეფექტი, გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დღევანდელი საქართველოს არქიტექტორი და ამას ლაპარაკი არ უნდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ შექმნილია გუნდი, არის გუნდის შიგნით ტაქტიკა და სტრატეგია, რომელშიც აბსოლუტურად ნათლად ჩანს სქემა. ბიძინა ივანიშვილი არის ამ სქემის და გუნდის ავტორი და იმ ეპოქალური გადატრიალების ავტორი, რომელიც საქართველოში მოხდა, რადგან ის, რისი მოწმეც 2003 წლიდან 2012 წლამდე ვიყავით, იყო კატასტროფა, წმინდა წყლის ფაშისტური რეჟიმი, რომელიც საქართველოს აბსოლუტურ განადგურებას უქადდა. საქართველოს დაკარგული ჰქონდა სახე, ის აღარ იყო სუვერენული ქვეყანა, არ ჰქონდა დამოუკიდებელი შიდა თუ საგარეო პოლიტიკა და ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები