3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

გოგა რაზმაძე: რამდენიმეთვიანი ბრძოლა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა

პოპულარული

გოგა რაზმაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ის  წერს, შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე დისციპლინური სახდელი შეუფარდეს.

“გენერალურმა ინსპექციამ ჩათვალა, რომ სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებსა და ჩემს მიმართ შევიწროებაზე საჯაროდ საუბარი შსს-ს მინისტრის მოადგილისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დისკრედიტაციას და სამინისტროს რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად.

გარდა იმისა, რომ გენერალურმა ინსპექციამ ცალმხრივად, ფაქტების არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, იგი დაეყრდნო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის დასკვნას, რომელთაგან ერთმა აშკარა დანაშაულებრივი ნიშნების შემცველ ფაქტზე არ დაიწყო გამოძიება, ხოლო მეორემ არ დაადგინა ჩემს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და შევიწროების ფაქტი”, – წერს რაზმაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები