6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე – უფრო მხნედ არის, კვებას მოუმატა, თუმცა, ექიმები მეუბნებიან, რომ ვერ ითვისებს

პოპულარული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილმა კვებას მოუმატა. როგორც ალასანია აღნიშნავს, მას ექიმები ეუბნებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმი საკვებს ვერ ითვისებს.

ალასანიამ სახალხო დამცველის წარმომადგენლების სააკაშვილთან ვიზიტზეც ისაუბრა.

„რაც ეწერა, ობიექტური დასკვნა იყო, ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, მე ექიმი არ ვარ, გამოკვლევებს არ ვუტარებ, მაგრამ თვალით რასაც ვხედავ, უფრო მხნედ არის, კვებას მოუმატა, თუმცა, არის რაღაცები, რასაც კატეგორიულად ვერ იღებს, რამდენად ითვისებს ორგანიზმი, ეს უკვე სხვა საკითხია, ექიმები მეუბნებიან, რომ ვერ ითვისებს. იმედი მაქვს, რომ ენერგია მოემატება, ჯერ ძალიან უენერგიოდაა, თუმცა, მხნედაა, რაღაცის იმედი აქვს, მართალი გითხრათ, არ ვიცი რისი, მაგრამ მეც მაქვს იმედი“, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ბრალი, რომელიც სააკაშვილს წარდგენილი აქვს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება.

„ჩემი დაკვირვებით, ჩემ შვილს არავითარი ცხოვრება არ ჰქონია, გარდა ქვეყნის ინტერებისა, 24 საათი ადამიანი იმას ფიქრობდა, რა გაეკეთებინა, რა ნაბიჯი გადაედგა ამ ქვეყნისთვის, მოსვენება, ძილი არ ჰქონია. ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს, ეს მოსამართლეები, პროკურორები ხომ ამ ქვეყნის შვილები არიან და მათაც შესტკივათ ამ ქვეყანაზე გული“, – განაცხადა ალასანიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები