3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

„გირჩმა“ ცოტა აურია, უცნაურია, ორი კვირაა, სულ ფულზე ლაპარაკობს ხვიჩია, არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს – ხუხაშვილი

პოპულარული

პატარა კაცებთან ძლიერი ქალი – ეს სცენა უნდა ვნახოთ ყველა შემთხვევაში. „გირჩმა“ ცოტა აურია, უცნაურია, ორი კვირაა, სულ ფულზე ლაპარაკობს ხვიჩია, არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს.
უცნაური გეგმების გაპრავებას უფრო ემსახურება. არ მგონია, ხვიჩია ასე ფიქრობდეს. რას ჩალიჩობს ხვალ გამოჩნდება – აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ტვ პირველის ეთერში:

  • “პატარა კაცებთან ძლიერი ქალი – ეს სცენა უნდა ვნახოთ ყველა შემთხვევაში. „გირჩმა“ ცოტა აურია, უცნაურია, ორი კვირაა, სულ ფულზე ლაპარაკობს ხვიჩია, არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს.
უცნაური გეგმების გაპრავებას უფრო ემსახურება. არ მგონია, ხვიჩია ასე ფიქრობდეს. რას ჩალიჩობს ხვალ გამოჩნდება. 
„ქართული ოცნება“ არაფერს სთავაზობს და ეს უკეთებს შეთავაზებას ასე გადაიხადეო. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია გასაგებია, ხვალ უნდა მოხდეს პარლამენტის სრული სტერილიზაცია. რა დისკუსიას აპირებს ხვიჩია ხელისუფლებაზე. ფრონტის ხაზი გატარებულია, იქნებიან ბევრი მამრები – კაცები ცოტა ძნელი სათქმელია. 
ზუსტად ამაშია საქმე, კოჭლი იხვი დაუძახეს ქალბატონს, ძლიერ ადამიანს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არა 5 წლის წინ, არამედ 1 წლის წინ გახდა, გამოვიდა ბიძინას კომპლექსიდან და ძალიან პრინციპულ და სწორ ხაზს ატარებს.
ხვალ გამოჩნდება ზუსტად ის, რომ კოჭლი იხვი სალომე ზურაბიშვილი კი არ არის, ის მიდის ერთი კაცის კუთვნილ კოჭლი იხვების ფერმაში, ეს კოჭლი იხვების ფერმაა ზუსტად პარლამენტი.
ივანიშვილი პოლიტიკური მოთამაშეა, ზურაბიშვილი მას თუ არ ახსენებს, ესეც პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილია, კოლმეურნეობის თავმჯდომარეზე რომ ლაპარაკობს, მისი კრიტიკა ივანიშვილს არ ხვდება? მაინც და მაინც, სახელი და გვარით უნდა შეაგინოს თუ რა უნდა გააკეთოს? ეს პრიმიტიული გაგება პოლიტიკის, ბიძინას მითოლოგია, უძლეველობის მითი, რომ სალომეთი თამაშობს – არ იცნობთ ბიძინას, მე ვიცნობ, არც ასეთი მაგარია, რატომ ქმნით მითოლოგიას, არ არის ასეთი მაგარი მოთამაშე, გეშლებათ. ოპოზიცია დაკომპლექსებულია ბიძინათი, ვიცნობ, ასეთი მაგარი არ არის,“ – ამბობს ხუხაშვილი.
- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები