7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

გიორგი ვაშაძე – “ქართული ოცნება” იშლება, იმხელა უნდობლობაა გუნდში, რომ უნდათ, ღია გახადონ ფარული კენჭისყრა – უმრავლესობის წევრებს ყელში აქვთ თავხედობა, რასაც ადგილი აქვს ლიდერების მხრიდან

პოპულარული

“ქართული ოცნება” რეალურად იშლება, პერსპექტივა არ აქვს, იმხელა უნდობლობა აქვს თავის გუნდში, უნდათ, რომ ღია გახადონ ფარული კენჭისყრა, ეს არის რეალობა , – ასე გამოეხმაურა პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძეპარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება.

ვაშაძის თქმით, რეალურად აღმოჩნდა, რომ უმრავლესობაში არ აქვთ ხმები და კონსესუსი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

“ქართული ოცნება” რეალურად იშლება, პერსპექტივა არ აქვს, იმხელა უნდობლობა აქვს თავის გუნდში, რომ უნდათ, რომ ღია გახადონ ფარული კენჭისყრა, ეს არის რეალობა. აქამდე, ხომ ყველა ამბობდა, რომ აი, ოპოზიციაში ხმები და ა.შ. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ უმრავლესობაშიც არ აქვთ ხმები და კონსენსუსი იმპიჩმენტთან დაკავშირებით. აი, ეს არის მარტივი დიაგნოსტიკა. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი კობახიძესხვადასხვა თამაშს თამაშობენ, “ქართული ოცნების” დღევანდელ წევრებს, ვინც არიან პარლამენტში, აღარც ფარცხალაძის აგენტის მცველობა უნდათ, აღარც რუსული დავალებების შესრულება უნდათ და ყელში აქვთ უბრალოდ ეს თავხედობა, რასაც ადგილი აქვს “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან, ამიტომ, ახლა დაიწყეს, რომ მოდით ღია იყოს ეს კენჭისყრა. გახსოვთ, რომ 6 დეპუტატი გააძევეს პარლამენტიდან რუსულ კანონს, რომ არ მისცეს ხმა. ახლა ეუბნებიან, რომ ვინც ხმას არ მისცემთ, თქვენც გაგაძევებთ პარლამენტიდან. მე ვეუბნები “ქართული ოცნების” ყველა ღირსეულ წარმომადგენელს, რომელსაც არ უნდა, რომ რუსული თამაშის თანამონაწილე იყოს, ჩვენ დაგველაპარეთ, დავილაპარაკოთ ხალხნო და მერწმუნეთ ჩვენც მოგეხმარებით იმაში, რომ ეს დიდი წნეხი არ მოხდეს.

ერთი, რომ თავის თავს ხომ არ ენდობიან, მეორე, რომ როგორღაც ვიღაცები უნდათ, რომ თავისივე გუნდში მოისყიდონ, რომ აი, ვიცე-სპიკერად დაგნიშნავ, თუ მხარს იმპიჩმენტს დაუჭერ, კატასტროფულ დღეში არიან. ეს რეალურად არის ჩამოშლა. რეალურად, მათი საპარლამენტო გუნდი არ არის ერთიანი. ყველას არ უნდა ხელი რუსეთს მოაწეროს. აი, ეს არის მთელი შინაარსი ამ ცვლილებების. აი, ამიტომაც კენჭისყრა ფარული არ უნდათ, ვიღაცას თანამდებობებს უნაწილებენ და ა.შ.”, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება – ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის განხორციელებაც „ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს გამჭვირვალეს გახდის.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 9 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები