3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

გიორგი ვაშაძე: კახი, გავიდეთ ქალაქში და გავარკვიოთ, რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე

პოპულარული

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას სთავაზობს. ოპოზიციიონერ დეპუტატს უნდა, თბიილისის მერსსს აჩვენოს, რა ხდება დედაქალაქის ქუჩებში.

გადატვირთული მოძრაობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, არასწორიიი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი “სისტრა ჯფუფის” განცხადებასაც გამოეხმაურა. ეს ის კომპანია, რომელიც ვაშაძის თქმით, უკმაყოფილია თბილისის მერიის მიერ დაწყებული სამუშაოებით, როგორც ჭავჭავაძეზე, ისე ქეთევან წამებულის და წერეთელის ქუჩებზე.

მინდა, მივმართო კახი კალაძეს, მე ნამდვილად ვერ აგყვები უზრდელობაში, იმიტომ, რომ არ მგონია ეს არის ის სტანდარტი, რითაც პოლიტიკაში უნდა მოქმედებდე და გთავაზობ კახი- რომ გავარკვიოთ, რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე, როცა შენ გინდა , დღეს ან ხვალ, 6 საათზე, გავიდეთ ქალაქში, დავდგეთ იმ ადგილზე, სადაც შენ შექმენი მართლაც სატრანსპორტო კოლაფსი, თუ გინდა ჩავსხდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ გინდა გავესაუბროთ ხალხს და გავარკვიოთ- რას ფიქრობენ თბილისში მაცხოვრებლები შენზე და ჩემზე- მემგონი კარგი იქნება, შენივე ყურით მოისმინო რა წარმოდგენის არის შენზე ხალხი. უზრდელობა კი უვიცების მახასიათებელია და უვიცობაში ნამდვილად ვერ შეგეჯიბრები ვერც ერთ შემთხვევაში.
ახლა, რაც შეეხება თბილისში არსებულ სატრანსპორტო კოლაფს, რომელსაც უნდა დავარქვათ კალაძის საცობები, რომელიც არის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მანქანებით გადაადგილების დროს. კითხვა არ გიყვარს კახი, ამიტომ წამოგიღე ფოტო, რომელიც „სისტრამ“ გააკეთა და მოგცა რეკომენდაცია – აქ ძალიან კონკრეტულად არის ნათქვამი, რომ ორი სამანქანო ზოლი უნდა იყოს და ე.წ ბასლაინი. რომელი ქუჩა შეესაბამება ამ ვერსიას, რომელიც ხელში მიჭირავს? ფოტოს გაჩვენებ, რადგან კითხვა არ გიყვარს, ან არ იცი! წაგიკითხავ „სისტრას“ მიერ გაკეთებულ რეკომენდაციას, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტაციაშია მოცემული: „მინიმალური შეზღუდვა სამანქანო მოძრაობისთვის – ყოველთვის შესაძლებელი უნდა იყოს სულ მცირე ორი სამანქანო ზოლი თითოეული მიმართულებით“- მე კითხვას ვსვამ, სად არის ეს ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულსა და წერეთელზე, ან სხვა მიმართულებებზე, სადაც “ ბასლაინებს” აკეთებთ. “ ბასლაინების” წინააღმდეგი კი არ ვართ, პირიქით, მომხრე ვართ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს გამართული და ამას სჭირდება სისტემური მიდგომა.
კახი, 2017 წელს, შენთან ერთად დებატებში ვიდექით, სადაც ვამბობდი, რომ ქალაქს სჭირდება სისტემური, სწორი მენეჯმენტი და მართვა, იმისთვის, რომ კოლაფსი არ იყოს ქალაქში. დღეს ჩვენ გვაქვს კოლაფსი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამშენებლო სექტორში, რაც გამოწვეულია შენი კორუფციული ქმედებებით.
თუ ქუჩაში ხალხთან არ გამომყვები, ნებისმიერ დროს, მზად ვარ, შენთვის სასურველ ტელეარხზე, მაგალითად იმედზე, რუსთავი 2-ზე, სადაც შენ თავს კომფორტულად გრძნობ, დავსხდეთ და ხალხის თვალწინ გავარჩიოთ ყველა რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა იმართებოდეს სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში,” – განაცხადა ვაშაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები