3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

გინტურის ძმის ინფორმაციით, მისი ძმის ერთ-ერთმა სავარაუდო მკვლელმა სახელი და გვარი შეიცვალა

პოპულარული

“რაც გაიგო, რომ ლომისის კარები იჭედებოდა, ცუდად ხდებოდა, ცუდად მოქმედებდა მის გულზე” – ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ფორმულას ეთერში ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი ძმის მკვლელობის დეტალები.

თამაზ გინტური ყოველთვის, თითქმის კვირაში 3-ჯერ ადიოდა ლომისის ეკლესიაში, ლოცულობდა, მოდიოდა და ბრუნდებოდა. ლომისიდან წამოსული მიდიოდა მშობლების საფლავზე, სანთლებს ანთებდა და თავისთავად ძალიან დაღონებული იყო, ბოლო ხანებში, რაც გაიგო, რომ ლომისის კარები იჭედება, მას მერე ცუდად ხდებოდა, ცუდად მოქმედებდა მის გულზე – “ლომისა აგვიჭედესო” სულ ამას იძახდა. როდესაც თამაზი მშობლების საფლავზე იყო და მოდიოდა სახლში, ავიდა ლომისაში, დახვდა ლომისის კარები აჭედილი, შემოუარა ეკლესიას, შეაღო კარები, სანთელი დაანთო, გამოვიდა, გამოსვლის დროს დახვდნენ, ჩასაფრება მოუწყვეს რუსმა ოკუპანტებმა და ჩაცხრილეს უკნიდან“, – თქვა გივი გინტურმა.

ამასთან, ჟურნალისტმა გივი გინტურს ჰკითხა, ოჯახის მიერ თამაზ გინტურის სავარაუდო მკვლელების დასახელების შემდეგ, დაიბარეს თუ არა ის საგამოძიებო უწყებაში, რაზეც მან თქვა, რომ დაკითხვაზე ხვალ, 15 ნოემბერს არის დაბარებული.

თამაზ გინტურის ძმის ინფორმაციით, ერთ-ერთმა სავარაუდო მკვლელმა ვასილ დემიდოვმა სახელი და გვარი შეიცვალა. ის ითხოვს, რომ თამაზ გინტურის მკვლელები ქართულ მხარეს გადმოსცენ, რათა ქართულმა მართლმსაჯულებამ გაასამართლოს.

ოფიციალური უწყება ყოველდღე მირეკავს, როდის მოიცლი, როდის ჩამოხვალო. მე შეთანხმებული ვარ, ხვალ უნდა ჩავიდე, უნდა დამკითხონ და ამის შემდეგ გაცნობებთ ყველაფერს. ორივე, ვისი სახელიც გაჟღერდა, ჩემი ძმის მკვლელია. დემიდოვმა, როგორც ვიცი და სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, გვარი და სახელი შეიცვალა და სად არის და როგორ არის, არ ვიცი. მე ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, გადმოსცენ და გაასამართლონ ჩვენს მხარეზე“, – აცხადებს გივი გინტური.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები