6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და გატაცებულის გადმოცემა – ერგნეთში საგანგებო შეხვედრის დეტალები

პოპულარული

პუტინის აგრესიის მორიგი მსხვერპლი საქართველოს მოქალაქე – ერგნეთში საგანგებო შეხვედრა დასრულდა.

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ  საოკუპაციო ძალებს ორი მთავარი საკითხი დაუყენა:

  • გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლება და თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ლევან დოთიაშვილი „ოქროს მოწმეა”.

ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან დასტურს, რათა პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც შეესწრო ამ მკვლელობის ფაქტს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”- აცხადებს სუს-ის წარმომადგენელი. 

ირაკლი ანთაძემ კირბალში მომხდარ საზარელ დანაშაულს “მკველობა” უწოდა.

  • მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის ჩვენი მოქალაქის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მკვლელობის პირველი შემთხვევა”- თქვა მან. 

ანთაძემ მედიასთან საოკუაიო რეჟიმის “უკუკავშირზეც” ისაუბრა და თქვა, რომ საოკუპაციო რეჟიმი აწარმოებს ე.წ. გამოძიებას და ამბობენ, რომ დამნაშავეები “დაისჯებიან”

სუს-ში ამტკიცებენ იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლებას პერმანენტულ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან.

როგორ გაიგო საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ თამაზ გინტურისის მკვლელობის შესახებ?!

ირკვევა, რომ ზარი ოკუპირებული ტერიტორიიდან ცხელი ხაზით განხორციელდა –  საოკუპაციო რეჟიმი კირბალთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლას ითხოვდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე გვამი დახვდა. (ერთ-ერთი ვერსიით, 60 წლის კაცს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული)

რა ბედი ელის ლევან დოთიაშვილს?!

სუს-ის მაღალჩინოსანი მედიას ეუბნება, რომ „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები