3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

გიგა ოთხოზორიას დედა: მტერს მტერი დავარქვათ – ეს არის მთავარი ამოცანა

პოპულარული

მტერს მტერი დავარქვათ – ეს არის მთავარი ამოცანა- ამბობს ტელეკომპანია ფორმულასთან, 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია:
“ჩემთვის დღევანდელი დღე, გუშინდელი დღე იყო იმის წინაპირობა, რომ მთელი დღე ადგილს ვერ ვპოულობ, ძალიან განვიცდი, ასე მგონია, რომ წუთი-წუთზე ველოდები ჩემი შვილის მოსვენებას საკუთარ სახლში. დიდი უბედურება ხდება ჩვენს თავს. მე მაშინაც ვთქვი, რომ ჩემი შვილი ყოფილიყოს უკანასკნელი, რომელსაც მტრის ტყვია შეეხება მეთქი, მაგრამ ეს ასე არ არის.

[უნდა გაკეთდეს] ყველაფერი, რაც მათ ხელეწიფებათ და რაც იქნება იმის ბერკეტი, რომ ამ მდგომარეობიდან ოდესმე გამოვიდეთ. მტერს მტერი დავარქვათ – ეს არის, ჩემი აზრით, მთავარი ამოცანა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ეს შეუძლიათ” -ამბობს ის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები