7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

გაცვლის პირველი ეტაპი დასრულდა – ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

პოპულარული

ისრაელმა გაცვლის პირველი ეტაპის ფარგლებში 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის არიან ქალები და არასრულწლოვნები. მათ დასავლეთ სანაპიროს ადმინისტრაციულ ცენტრთან, რამალასთან ახლოს ბეიტუნიას საგუშაგო გაიარეს.

გათავისუფლებული პატიმრები დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ოფერის ციდიდან ორი ავტობუსით გამოიყვანეს.

49-დღიანი ტყვეობის შემდეგ დღეს ჰამასმა 24 მძევალი გაათავისუფლა. მათგან 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელია. სოციალურ ქსელებში არაერთი ვიდეოკადრი გავრცელდა, როგორი შეძახილებითა და სიხარული ხვდებოდნენ ისრაელში წითელი ჯვრის მანქანებს, რომლებშიც მძევლები ისხდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, გათავისუფლებულ მძევლებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ისინი კარგ მდგომარეობაში არიან.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახლში დაბრუნებულთაგან თითოეულს ჰყავს ოჯახის წევრი ან ნათესავი, რომელიც მოკლეს ან ტყვეობაში იმყოფება ღაზაში. ეს უდიდესი სევდაა, რომელიც სიხარულსა და მღელვარებაშია არეული”, – თქვა ჰაგარიმ.

ისრაელის 13 მოქალაქეს შორის ოთხი ბავშვია და ექვსი ქალია 72-დან 85-წლამდე. გათავისუფლებულებს შორის არის ჰანა კაცირი, რომელზეც პალესტინის ისლამური ჯიჰადი ამტკიცებდა, რომ ტყვეობაში დაიღუპა. განცხადებაში, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა, ბოევიკები ამტკიცებდნენ, რომ მზად იყვნენ ჰუმანიტარული ნიშნით გაეთავისუფლებინათ კაცირი, მაგრამ ისრაელის მხრიდან გარკვეული შეფერხების გამო, მათ ეს არ გააკეთეს და ქალი გარდაიცვალა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები