3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

გავრილოვი ჩასვეს ზვიადის სავარძელში, ოცნებამ თქვა, რომ ეს ზვიადის სავარძელი არაა, სხვა სკამიაო, მე სიმბოლიკაზე ვესაუბრებოდი და ისინი ავეჯით მპასუხობდნენ – სანიკიძე

პოპულარული

მდაბიოობის ბატონობაა საქართველოში, მდაბიო არ ნიშნავს ფინანსურად ღატაკ ადამიანს, გონებრივად და სულიერად ღატაკ ადამიანს ნიშნავს და მდაბიოობის ბატონობაა საქართველოში – აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე ქართულ ოცნებაზე.

“მდაბიოობის ბატონობაა საქართველოში, მდაბიო არ ნიშნავს ფინანსურად ღატაკ ადამიანს, გონებრივად და სულიერად ღატაკ ადამიანს ნიშნავს და მდაბიოობის ბატონობაა საქართველოში. კონკურსი ჩაატარა ბიძინამ რომ არ ჰქონოდათ არანაირი, სულიერება, თუ მეტყველებაც არ შეგიძლია მთლად კარგია, ძალიან პატიოსნად ჩატარდა ეს კონკურსი და შეირჩნენ ვინც არიან. გავრილოვი ჩამოყვანეს და ზვიადის სავარძელში ჩასვეს. პასუხი რა ჰქონდათ, ეს ზვიადის სავარძელი არ არის სხვა სავარძელიაო, ასეთები არიან. მე სიმბოლიკაზე ვესაუბრებოდი და ისინი ავეჯით მპასუხობდნენ. ვერ არჩევენ ვერაფერს, მათ შორის ვერც იმას, რომ ქართველ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის უდიდესი უბსკრულია” – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები