7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ვაიძულოთ მთავრობა დაასუბსიდიროს სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა – სააკაშვილის ახალი ინიციატივა

პოპულარული

“გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ვაიძულოთ მთავრობა დაასუბსიდიროს სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა” – მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის. საქართველოს მესამე პრეზიდენტი “გამარჯვების კოალიციას”, სხვა ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს სტუდენტების საკითხის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა პეტიციის შედგენა.

როგორც სააკაშვილი წერს, მთავრობა იძულებული უნდა გახდეს, რომ სტუდენტებს საცხოვრებელი ბინები უქირაოს და ეს ფინანსები მოძიებული უნდა იყოს იმ თანხებიდან, რაც “ძირითადად ჩრდილოვანი და ნახევრად ლეგალური გზით შემოვიდა რუსეთიდან”.

რუსი მიგრანტების მასობრივი შემოსვლის გამო, ბინებზე ქირის ფასები ქართველებისთვის მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის. 

მე მოვუწოდებ “გამარჯვების კოალიციას”, ასევე სხვა ოპოზიციურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ვაიძულოთ მთავრობა დაასუბსიდიროს სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა და ეს ფული მოიტანოს იმ თანხებისგან, რომლებიც ძირითადად ჩრდილოვანი და ნახევრად ლეგალური გზით შემოვიდა რუსეთიდან. 

გამოვდივარ ინიციატივით, შედგეს პეტიცია, რომელსაც პირველ რიგში, ხელს მოაწერენ სტუდენტები, ასევე მათი ოჯახის წევრები და აქტივისტები,” – წერს სააკაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები