1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

“გავაგებინებ, ვინაა ხეპრე და უტიფარი” – თავდაცვის უწყებას კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ამხელს

პოპულარული

თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი დუმილს არღვევს.  დალი ჭელიძე  “ქართული ოცნების” წევრის გია ვოლსკის ინტერვიუმ აიძულა, ხმამაღლა დაეწყო ლაპარაკი. “უტიფარი და ხეპრე” ასე მოიხსენია დეპუტატმა ის ადამიანები, რომლებმაც ჯუანშერ ბურჭულაძის სამინისტრო ამხილეს. საუბარია საკვებად უვარგისი პროდუქტებით ჯარის მომარაგებაზე და უხარისხო სამოსის შეძენაზე.

ქალი, ვინც თავდაცვის სამინისტროში 16 წელი ხარისხის კონტროლში გაატარა, “პირველებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვება, როგორ აღმოჩნდა უმუშევარი.

მოვისმინე, განსაკუთრებით ბატონი ვოლსკის კომენტარი, როცა თქვა, “უტიფარი” და “ხეპრე”… როგორ შეიძლება, ადამიანს პარლამენტარმა მიმართოს, არა? ხომ არ იცნობს, ხომ არ მიცნობს, ვინ ვართ, რა ვართ…უტიფარი და ხეპრე ცოტა გვერდზე მოიკითხოს და მოიკითხოს ისინი, ვინც მაგის პროტეჟეა. რეორგანიზაციის შედეგად მთავარი სპეციალისტები გაგვიშვეს და მოიყვანეს ყველა დაბალი დონის სამხედრო მოსამსახურის… რა უნდა გაეკეთებინა? ამაზე სასამართლოში შევიტანე, მოვიგე კიდეც ის სასამართლო. იყო ის, ამინისტრაციული აქტები თუ რასაც უწოდებენ, რითაც მე უკვე უნდა დამეწყო მუშაობა. მე ვკითხე ჯაბადარს, რომ რატომ გააუქმე ის შტატები? “იმიტომ, რომ მჭირდებოდა”. რატომ გჭირდებოდა? დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შტატი მჭირდებოდა. მოადგილე 2022 წლის 19 მაისს დანიშნეს და ეს შტატები გააუქმეს ამ წლის იანვრიდან. ე.ი., ეს იყო სპეციალურად ჩატარებული რეორგანიზაცია, ჩემს, საწვავის ერთ-ერთი წარმოამდგენელი და სურსათის ერთ-ერთი სპეციალისტის, მთავარი სპეციალისტების გასათავისუფლებლად. ეს აქტი არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არაღსრულება ად ამაზე შემაქვს ახლა, – ამბობს ჭელიძე.

ჭელიძე ამბობს, რომ  სამინისტროს ნაყიდი უხარისხო ნივთებზე დაწუნების აქტი შეადგინა, რასაც თავდაცვის უწყებიდან მისი გათავისუფლება მოყვა.

ჩვენ ვამოწმებთ ხარისხს. რაოდენობა და ფასები მე არ მეკითხება. კი, იყო ერთხელ შემთხვევა, რომ დეპარტამენტის უფროსმა, “დალი, რა ძვირია” და მე ვუთხარი, არ არის ეგ ჩვენი საქმე, მაგით თავს ნუ ავიტკიებთ და ის გავაკეთოთ, რაც ჩვენ გვჭირდება. როდესაც ჩავუტარეთ ექსპერტიზა და შევადარე, არ დააკმაყოფილა პირობები და რამდენჯერმე დავწერე “არადამაკმაყოფილებელი”, დაწუნების აქტი. როგორც იქნა, გავგზავნე. ვერ შეიფერეს ის დუმილი? მე არ მინდოდა შიდა სამზარეულო გარეთ გამომეტანა. ახლა ვიტყვი ყველაფერს სასამართლო პროცესზე და ხეპრე ვინაა და უტიფარი, იმასაცა ვაგრძნობენ და იმასაცა გავაგებინებ, – ამბობს ჭელიძე. 

“ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდა, რომ ქართული ჯარის სასადილოებში უვარგისი ხორციი, ვადაგასული ძეხვეული და  მატლებდასეული თევზია აღმოჩენილი.

ამ გამაოგნებელ ფაქტებს სასამართლო დარბაზში ყვებოდაა ქალი, რომელსაც თავდაცვაში საკვების კონტროლი ევალებოდა.

tv pirveli

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები