6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

გადაცემა გვაჩვენე შენი ხმა განცხადებას ავრცელებს: ტოპ 12 რჩეულ მომღერალს შორისაა ჯანო იზორია

პოპულარული

გადაცემა გვაჩვენე შენი ხმა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “სივაისი” უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა უკვე იცის, რომ „გვაჩვენე შენი ხმის“ ფინალი 31 დეკემბერს, გვიან ღამე, 01:00 საათზე გავა „რუსთავი 2“-ის ეთერში. ჩვენი გუნდისთვის ეს განსაკუთრებული ეთერია, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში ჩავწერეთ. ტოპ 12 რჩეულ მომღერალს შორის, ვინც ჩვენი გადაცემის აღმოჩენად იქცა, არის არაჩვეულებრივი შემსრულებელი, ჯანო იზორია დღევანდელი ეთერი მისთვის კიდევ ერთხელ უნდა ყოფილიყო წარმატებული – „გვაჩვენე შენი ხმის“ 26 დეკემბრის გადაცემიდან ის უკვე გაიცნო და შეიყვარა მსმენელმა გამორჩეული მუსიკალური მონაცემების გამო და დღევანდელ კონკურსში კიდევ ერთხელ უნდა განეცვიფრებინა მსმენელი და მაყურებელი საკუთარი შესრულებით და რაც მთავარია, თავად ყოფილიყო იმის მომსწრე, როგორ შეაფასებდა ჩვენი მაყურებელი მის შესრულებას… თუმცა შევიტყვეთ ძალიან სამწუხარო ამბავი – ჯანო იზორია ჩვენთან ერთად აღარ არის… რუსთავი 2-ი და გვაჩვენე შენი ხმის გუნდი ვიზიარებთ მისი ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და ვუსამძიმრებთ მთელი გულით… დღევანდელ ეთერში მისი გამოსვლა კიდევ ერთხელ და მომავალშიც არაერთხელ შეგვახსენებს, როგორი ნიჭიერი ადამიანი იყო ჯანო”- ვკითხულობთ განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები