3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“გაბზარულს გატეხილი ჯობია” – ჯანაშია პარტიიდან ბათუმის საკრებულოს წევრების წასვლაზე

პოპულარული

“გაბზარულს გატეხილი ჯობია” – ასე აფასებს ენმ-ს წევრი თემურ ჯანაშია პარტიიდან ბათუმის საკრეულოს წევრების წასვლას. ოპოზიციის წევრი ნიკა მელიას მომხრეებს წარმატებას უსრვებს და ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში, ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა ყველას ერთად მოუწევს.

დიდი ხანია ეს პაექრობა მიმდინარეობს. ვთვლი, რომ გაბზარულს გატეხილი ჯობია. მე ვუსურვებ მხოლოდა და მხოლოდ წარმატებებს იმ ხალხს და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ყველას ერთად მოგვიწევს ბრძოლა, ბრძოლა ოლიგარქის წინააღმდეგ და ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად, – ამბობს თემურ ჯანაშია. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს წევრებმა, მათ შორის, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია დატოვეს. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს და ბრძოლა ახალი პლატფორმიდან დააანონსეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები