7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

გაათავისუფლებენ თუ არა ციხიდან დეკანოზ გიორგი მამალაძეს? – საპატრიარქოს დუმილი და ადვოკატების მოლოდინი

პოპულარული

რატომ არ ათავისუფლებენ ციხიდან დეკანოზ გიორგი მამალაძეს? – საპატრიარქო დუმს.

ადვოკატების შეფასებით, პატრიარქის მდივან-რეფერანტის მიერ ხელმოწერილი ფურცელი,  მსჯავრდებულის გათავისუფლების კანონიერ საფუძველს იძლევა. ამ ფონზე კი ცნობილი ხდება, რომ პატიმრობიდან შვიდი წლის თავზე, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ყველაზე მაღალი, ასე ვთქვათ, ინსტიტუცია საპატრიარქოსი, როგორიც არის სინოდი, მათ მიიღეს ერთპიროვნული და ერთხმად გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი მამალაძე თუ დატოვებდა საპატიმროს, საპატრიარქო ამასთან დაკავშირებით იყო თანახმა. ამის შემდეგ უშუალოდ ის პიროვნება, რომელიც ასე ვთქვათ, პროკურატურის ვერსიით, არის დაზარალებულად ცნობილი, მისი პოზიცია წერილობით შედგა, რომ ისიც თანახმაა იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი მამალაძემ დატოვოს საპყრობილე. დავუმატოთ ის გარემოებაც, რომ მან საკმაოდ დიდი ხანი მოიხადა. 9 წლის მისჯილი პატიმრობიდან 7 წელი გავიდა და პლუს, ორთვენახევარი ამნისტია, რომელიც ყველა პატიმარს ეხება. მან რეალურად 7 წელზე მეტი მოიხადა. პრეზიდენტის შეწყალების შესაბამის აქტში პირდაპირ წერია, რომ დაზარალებულის პოზიცია არის მნიშვნელოვანი, მათ შორის უდოს კომისიისათვის ერთ-ერთი განმაპირობებელი საშუალება არის, თუ რა პოზიციას იკავებს დაზარალებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გვაქვს მოლოდინი, რომ ის დატოვებს საპყრობილეს”, – ამბობს ადვოკატი.

“პირველების” მიერ მოპოვებული ექსკლუზიური დოკუმენტით, დადგენილია, რომ შორენა თეთრუაშვილს, მსჯავრდებულ სასულიერო პირთან პრეტენზიები არ აქვს. ეს დოკუმენტი საქმეში ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ჩაიდო, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩნდება ეჭვი, რომ საპატრიარქო დეკანოზისგან გარანტიებს ითხოვს.

ციანიდის საქმის მთავარი ფიგურანტის მიერ ხელმოწერილი წერილი 2022 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება.

ოჯახი ამტკიცებს, რომ თეთრუაშვილი დეკანოზ მამალაძეს აღარ ედავება, რის გამოც, მძიმე პაციენტის ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

გიორგი მამალაძის დაკავებიდან დღეს 7 წელი გავიდა. დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის ინფრომაციით, ის მიემგზავრებოდა გერმანიაში, სადაც საქართველოს პატრიარქი ოპერაციას იკეთებდა. მას, პროკურატურის ინფორმაციით ციანიდის ნატრიუმი აღმოუჩინეს და გაჩნდა ვარაუდი, რომ დეკანოიძი ილია მეორის მოწამვლას აპირებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ ასევე, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.

სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი – მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. (ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად).

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები