6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

ბოკუჩავა თვლის, რომ სააკაშვილმა მელიას წასვლისკენ ღიად მოუწოდა

პოპულარული

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მკაფიო განცხადება გააკეთა.

ფრაქციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიამ და ყველა იმ ადამიანმა, რომელთათვისაც ენმ-ის ლანძღვა დღის წესრიგს წარმოადგენს, პარტია უნდა დატოვონ.

სააკაშვილის მოწოდება ორაზროვანი არ იყო. მან ღიად მოუწოდა ნიკა მელიას და ყველა სხვა დანარჩენს, ვინც დღის წესრიგად აქციეს პარტიის ლანძღვა. მისი ასეთი მოწოდება არ გამკვირვებია და მეც ვფიქრობ, რომ შიდა პარტიული დისკუსია არის ნორმალური და ჯანსაღი, თუმცა დაუსრულებელი, უსაგნო კამპანიური ხასიათის თავდასხმა არასწორია. ეს იძენს ხასიათს, რომ ხელს აძლევს ივანიშვილს. ამიტომ, როდესაც ხედავ, რომ შენი გზა პარტიის უმრავლესობისგან ესე იყო, უნდა დატოვო პარტია – აღნიშნა ბოკუჩავამ.

მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობას მიმართავს – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს პარტიის ყველა იმ წევრს, ვისთვისაც ახალი მენეჯმენტი მიუღებელია, დატოვონ პარტია.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სჯობია, წავიდნენ პარტიის ასეთი წევრები, ვიდრე ენმ შიგნიდან დაასუსტონ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები