1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ბიძინა, შენ ხარ ბურჟუა მეშჩანი, რომელსაც გჭირდება თეასნაირი რობოტები – ირაკლი კაკაბაძე

პოპულარული

“თეა წულუკიანმა არაფერი არ იცის ხელოვნების შესახებ… მინისტრი ხვალვე უნდა გადადგეს, უნდა გადადგეს ადამიანი, რომელსაც არ აქვს წაკითხული მისი ქვეყნის დამსახურებული პოეტების ლექსები,” – ამ განცხადებას მწერალი ირაკლი კაკაბაძე “რეაქციაში” აკეთებს.

კაკაბაძე მწერალთა სახლში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ წულუკიანმა დამსწე საზოგადოების ნაწილს შეურაცხყოფა მიაყენა. კაკაბაძე ამბობს, რომ თეა წულუკიანი უნდა გადადგეს.

კაკაბაძე ივანიშვილსაც მიმართავს:

“გლახის ნაამბობი” უნდა ჰქონდეს წაკითხული ყველას, არა მხოლოდ კულტურის მინისტრს. დღეს საქართველოში არის გლახის ნაამბობის სიტუაცია, დღეს საქართველოში არის დავით კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები“, ბიძინამ ეს უნდა იცოდეს და ეცნობოდეს ეს სიტუაცია, უკიდურესი სიღატაკეა, მოქალაქეებს მანქანებში სძინავთ…
ვინმე თუ გამდიდრდა, გამდიდრდა ბიძინას ირგვლივ შემოკრებილი ქოც-ნაცური პრივილეგირებული კლასი, რომელიც ძარცვავს საქართველოს. მარტო ბიძინა არ არის, ოლიგარქია არის, რომელიც ძირითადად კრემლთან არის დაკავშირებული, ბიძინა იქნება ეს, თემურ ალასანია იქნება, ნუგზარ ფოფხაძე და ა.შ. ეს არიან გრუ-ს და კგბ-ს მიერ დაფრთიანებული მიკრო-ოლიგარქები, რომლებიც ფლობენ მედია იმპერიებს და უამრავ ფულს და ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ და ისინი გამდიდრდნენ, ხალხი არის ძალიან ცუდად, როგორ შეიძლება ხელოვანი იყოს კარგად.
რაც შეეხება თეა წულუკიანს, დიახ, მე მასზე ნაწყენი ვარ, კარგად იცის, ამის ჩანაწერები არსებობს და აუცილებლად გამოვაქვეყნებ ამ ჩანაწერს, რაც იყო ჩვენს შორის მისვლა-მოსვლა, ამის მოწმეებიც არიან, მე არასდროს ველაპარაკები არც წულუკიანს და არც სხვებს, ყოველთვის მოწმეები მყავს და პლუს, ვიწერ ამ ყველაფერს, აქედან გამომდინარე, დოკუმენტურად ვწერ მათ ყოველთვის რაზეც ვფიქრობ, როგორი ემოციაც მაქვს და ა.შ. ამას დიდი ხნის ისტორია აქვს, უკვე რამდენიმე წელია და სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ის კარგი საქმე, რომელიც დაიწყო მან ჩვენთან ერთად, მერე ჩაიშლა…

თეა წულუკიანმა არაფერი არ იცის ხელოვნების შესახებ და მისი უფროსი რომ არის ვაჭრუკანა, რომელიც ნიცშეს არ ეთანხმება, ძალიანაც მიქარავ ბიძინა, ნიცშეს რომ არ ეთანხმები, შენ, რომ დიონისური სული გესმოდეს, შენ ადამიანი იქნებოდი, ახლა შენ ხარ ბურჟუა მეშჩანი, რომელსაც გჭირდება თეასნაირი რობოტები,“ – ამბობს კაკაბაძე.

ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ აქვს მიმოწერა თეა წულუკიანთან, რომელთანაც გარკვეულ პროექტებზე საუბრობდა, თუმცა მინისტრი პასუხისმგებლობას ირიდებდა.

მიმოწერაა, სადაც ის საკმაოდ უცნაურ პასუხებს იძლევა – ბოლო ასეთი მიმოწერისას ოქტომბერში პარლამენტს გადააბრალა, მერე გაქრა საეჭვოდ და მერე ბიუჯეტს გადააბრალა. ამ შეხვედრაზე ვახარე, შვედები თვითონ შოულობენ ფულს და თვითონ ჩამოდიან და ჩვენ ვდგამთ სპექტაკლს, ამაზე რაღაცნაირად გაბრაზდა და დაიწყო 50-ს გადაცილებული ხალხის ლანძღვა. ეს არა მარტო ჩემზე გაბრაზდა, ალბათ, სხვებზე, პროფესორებზეც,“ – ამბობს კაკაბაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები