“ბილეთები კატასტროფულად გაძვირდა, ვერ ვყიდულობთ” – რას ამბობენ ისრაელში ჩარჩენილი ქართველები

ისრაელში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ ავიაბელეთების ფასი იმდენად გაძვირდა, რომ სამშობლოში გამოფრენას ვერ ახერხებენ. უცხო ქვეყანაში სამუშაოდ ჩასულების თქმით, ბილეთის ფასი 1000 დოლარს აღწევს, რისი გადახდის საშუალებაც მათ ამ ეტაპზე არ აქვთ.
საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდებიან.
ქართულმა ავიაკომპანიებმა კატასტროფულად გაზარდეს ავიაბილეთების ფასები და ის, დაახლოებით 1000 დოლარამდე ჯდება და მოგეხსენებათ, ამ გაჭირვების ჟამს, როცა ჯერ კიდევ არავის აუღია ხელფასი, ხელფასი 10 დან 15-მდეა, ძალიან ჭირს ამ 1000 დოლარიანი ბილეთის ყიდვა. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო… პირადად მეც იმის გამო ვიმყოფები აქ, ამ ქვეყანაში, რომ მაქვს ვალებულებები. ჩემს ოჯახს ვუგზანი აქედან რაღაც პურის ფულს და იმის ფულს, რომ ეს დაგროვილი ვალდებულებები რამენაირად დავფაროთ და გადავიხადოთ, – ამბობს საქართელოს მოქალაქე.