5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ბადრაგი ინანიებს, პატიმრების გაქცევის გახმაურებული საქმის დეტალები კი პროკურატურამ გათქვა

პოპულარული

როგორ დაიგეგმა გაქცევა ქართულად? დღევანდელ პროცესზე საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ  სპეციალური ავტომობილის ღია კარის მიღმა სულ ოთხი პატიმარი იჯდა. სამი გაიქცა, ერთმა კი დარჩენა ამჯობინა.

სპეციალურ ავტომობილში არის პატიმრების მოთავსების ორი საკანი. ორივე საკნის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ბადრაგის თანამშრომლები. ორივე საკანი იკეტება ცალ-ცალკე, გაქცეული მსჯავრდებულები იყვნენ ერთ-ერთ საკანში. ამ სივრცეში იყო ასევე მეორე საკანი, სადაც დარჩა ერთი მსჯავრდებული, რომელიც არ და ვერ გაიქცა. ბრალდებული ბადრაგი იჯდა წინა სალონში და მეთვალყურეობის გარეშე ჰყავდა დატოვებული მსჯავრდებულები. ცოტა სუბიექტური იყოს ჩემი მხრიდან ამის თქმა, მაგრამ მას ცოტა მეტ მანძილზეც შეძლება განეხორციელებინა დევნა. 10 მეტრამდე გაეკიდა”.- ამბობს საქმის პროკურორი.

დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბადრაგის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ის აღიარებს ინანიებს, ის ტელეფონზე საუბრობდა არა პირადი მიზნებით, არამედ სხვა საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს ესაუბრებოდა სხვა მსჯავრდებულების ჩამოყვანის თაობაზე. შუა საუბრის დროს დაინახა, რომ პატიმრები გაიქცნენ ,  დაუკავშირდა უფროსებს და  ყველანი ცდილობდნენ გაქცეული პატიმრების დაბრუნებას”. – ამბობს დაცვის მხმარე.

გაქცეული პატიმრების საქმე – საბადრაგო ჯგუფის უფროსს ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1 ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები