7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ახლა თვითონ ხეირობენ ამ ბიზნესით და საგადასახადო განაკვეთის გაზრდის გზით კიდევ 400 მილიონი მოაქვთ წინასაარჩევნოდ სოციალური ხარჯების ზრდისთვის- გვარამია ოცნებაზე

პოპულარული

სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადების ზრდას “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია ეხმაურება. როგორც გვარამია წერს, პრემიერის ინიციატივა აჩვენებს, რომ  საგადასახადო განაკვეთის გაზრდის გზით ხელისუფლება “ხეირობს”.

ნიკა გვარამია წერს, რომ ყველა გულუბრყვილო და კეთილსინდისიერი უნდა მიმხვდარიყო, რომ ეს შეზღუდვები მედიაბაზრის დასანგრევად იყო გამიზნული.

ხელისუფლებამ სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვით პრაქტიკულად დაანგრია სარეკლამო ბაზარი და დანგრევის პირას მიიყვანა კრიტიკული მედიები.

ახლა თვითონ ხეირობენ ამ ბიზნესით და საგადასახადო განაკვეთის გაზრდის გზით კიდევ 400 მილიონი მოაქვთ წინასაარჩევნოდ სოციალური ხარჯების ზრდისთვის. თან ფარისევლურად წუხან, რომ შემოღებულმა აკრძალვებმა ვერ იმუშავა და სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 48-დან 52 მილიარდამდე გაიზარდაო. თან წუხან, თან რა კარგია დამატებით 400 მილიონიო.

ასეა, ყველა გულუბრყვილო და კეთილსინდისიერი უნდა მიმხვდარიყო, რომ ეს შეზღუდვები მედიაბაზრის დასანგრევად იყო გამიზნული, და არა სათამაშო ბიზნესის შესავიწროებლად და მოქალაქეების დასაცავად”, – წერს ნიკა გვარამია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები