7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ახალი დაპირისპირება თუ პიარ სვლა? – ღარიბაშვილის მავნე პრაქტიკას კობახიძე აუქმებს

პოპულარული

ირაკლი კობახიძე პირობას დებს, რომ წინამორბედის მსგავსად, კანონს არ დაარღვევს. ღარიბაშვილთან დაპირისპირების ახალი ტაქტიკა თუ  ახალი პრემიერის პიარ სვლა? კობახიძე  ირწმუნება, რომ მთავრობის მუშაობა იქნება გამჭვირვალე და ყველა განკარგულება საჯარო გახდება. ამ განცხადებით კი პრაქტიკულად აღიარებს, რომ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს სისტემა სრულად ჩაკეტილი იყო და არავინ იცოდა, ვის და რატომ გადასცემდა ექს პრემიერი ჩალის ფასად სახელმწიფო ქონებებს

თუმცა ჩნდება კითხვა, რა  ბედი ეწევა იმ ათასობით განკარგულებას, რომელსაც წინა ორი პრემიერი  ხალხს საგულდაგულოდ უმალავდა. კობახიძე მათ  გასაჯაროებას არ აპირებს, რადგან კარგად იცის, რომ ეს  მისი წინამორბედების წინააღმდეგ  შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნის  საფუძველიც კი აღმოჩნდეს. მთავრობის მოქმედი მეთაური ამტკიცებს, რომ  ყველა განკარგულება, რაზეც მისი ხელმოწერა იქნება, გამოქვეყნდება, თუმცა პრემიერს დაავიწყდა, რომ ამას მას კანონი ავალდებულებს. უბრალოდ ღარიბაშვილი კანონს დემონსტრაციულად წლების განმავლობაში არღვევდა.

ღარიბაშვილის მავნე პრაქტიკას კობახიძე აუქმებს

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები