1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

აშშ-ში ახლა რთული საარჩევნო პერიოდია, სხვადასხვა ხმა ისმის, ზოგი ხმა ძალიან უცნაურია – ზელენსკი

პოპულარული

ყველა ჩვენგანის წინაშე არსებული გამოწვევა არის ერთიანობის გადარჩენა ევროპაში. და მე ვსაუბრობ არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, არამედ მთელ ევროპაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მისვლისას განაცხადა.

ზელენსკის შეფასებით, ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან, მისივე განმარტებით, რუსეთი თავდასხმას განახორცილებს დეზინფორმაციით, ყალბი ამბებით და სხვა საშუალებებით.

„მეორე საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, არის თავდაცვის ფარის ქონა ზამთრისთვის, რადგან ზამთარს რუსეთი სხვადასხვა ტიპის რაკეტით, მათ შორის ირანული დრონებით თავდასხმებს განახორციელებს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლა აშშ-ში რთული საარჩევნო პერიოდია და ძალიან უცნაური ხმები ისმის. ჟურნალისტებმა ზელენსკის ჰკითხეს, ხომ არ ღელავს იმის გამო, რომ აშშ-ის დროებით ბიუჯეტში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხა არ არის გათვალისწინებული.

„ჩემი აზრით, უკრაინაში ღელვა ომის პირველივე დღეს შევწყვიტეთ, ახლა ღელვა უკვე გვიანია, ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ. მე ვიყავი ვაშინგტონში წელს, შევხვდი პრეზიდენტ ბაიდენს და მივიღე 100-პროცენტიანი მხარდაჭერა თეთრი სახლისგან, ასევე, ორპარტიული მხარდაჭერა მქონდა კონგრესში. ახლა აშშ-ში რთული საარჩევნო პერიოდია, სხვადასხვა ხმა ისმის, ზოგი ხმა ძალიან უცნაურია. ამის შესახებაც ვისაუბრებთ დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები