3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

აუცილებლად წამოვდგებით, მეც ვიქნები მაგრად მტრის ჯინაზე! – სააკაშვილის სიტყვას დარბაზში ოვაციები მოჰყვა

პოპულარული

ყველაფერი რაც ხდება ჩემს თავს და საქართველოს თავს, ოკუპაციის გაგრძელებაა, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო უკეთეს ცხოვრებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ეს პროცესი შეფერხდა.

“აუცილებლად წამოვდგებით, მეც ვიქნები მაგრად მტრის ჯინაზე!” – თქვა პროცესზე პატიმარმა პრეზიდენტმა, რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა.

ყველაფერი, რაც ხდება ჩემს თავს, ყველაფერი, რაც ხდება საქართველოს თავს, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ეს არის დიდი უსამართლობა ჩემი ხალხის მიმართ, ეს არის დიდი უსამართლობა ყველაფერ იმის მიმართ, რაც საქართველომ დაიმსახურა ამხელა ბრძოლით, რამდენი ათწლეული იბრძვის იმისთვის, რომ რაღაც ადამიანური ცხოვრება იყოს. თითქოს უკვე სადღაც მივდიოდით და გამოგვაცალეს ეს ხალიჩა ფეხქვეშ და ისევ უნდათ, რომ წაქცეულები ვიყოთ. აუცილებლად წამოვდგებით ფეხზე, აუცილებლად ვიქნებით მაგრად, მეც ვიქნები მაგრად მტრის ჯინაზე! – განაცხადა მესამე პრეზიდენტმა. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები