6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

ასეთი პრეცედენტი პირველად, დაგეგმილია ბიჭვინთის აგარაკის ოფიციალურად გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის – პაატა დავითაია

პოპულარული

“28 რიცხვში, აფხაზეთში პირველად, ომის შემდეგ, მინდა ამას ხაზი გავუსვა, დაგეგმილი არის ბიჭვინთის აგარაკის ოფიციალურად გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის. ასეთი პრეცედენტი ჯერ არ იყო, ეს პირველად არის გადაცემის პრეცენდენტი, ძალიან მნიშვნელოვანია.

დავიწყოთ რა ვითარებაა შექმნილი. ბიჭვინთის აგარაკი არის საქართველოს ხელისუფლების კუთვნილება, საქართველოს ბალანსზეა და არის დროებით ოკუპირებული.  ამ პერიოდში აგარაკი ჰქონდა ე. წ პრეზიდენტს თავის ბალანსზე და მთელ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ემსახურებოდა ბიჭვინთვის აგარაკებს.

აფხაზებმა კონსტიტუციაში გაწერეს, რომ აფხაზეთის მიწები არის აფხაზეთის კუთვნილება და სხვისთვის გადაცემა არ შეიძლება. ამის შემდგომ, როდესაც ულრაინაში დაიწყო ომი და სანქციების ქვეშ მოყოლილი რუსეთი ვერსად მიდიოდა, რუსები ვერსად ისვენებდნენ თვალი დაადგეს აფხაზეთის ზღვისპირა ზოლს და  მოიფიქრეა ასეთი რამ, რომ რადგანაც ვერ გადაეცემა მიწას რუსეთს, რუსეთის სახელმწიფოსგან ფული იხარჯება, მოიგონეს ესეთი რაღაც, მიწა რჩება აფხაზეთს, შენობას გადასცემენ რუსეთს. საუბარია ბიჭვინთის ზღვისპირა ზოლზე არსებულ აგარაკზე.

იყო მთელი პტოტესტი მოსახლეობის მხრიდან, მაგრამ მერე  მოიფიქრეს, რომ პუტინს ხომ ვერ გაუწევენ წინააღმდეგობასო და ბჟანიამ გააკეთა განცხადება, რომ ეს აგარაკინუნდა ვაჩუქოთ პუტინსო. ეს სერიოზული დანაშაული საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე.

 

აქაც მისახლეობამ პროტესტი გამოთქვა და 28 დეკემბერს იგეგმება საპროტესტო აქცია, რომლის დროსაც მოსახლეობა გეგმავს პარლამენტის პიკერირებას”-აცხადებს პაატა დავითაია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები