3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

არ ვფიქრობ, რომ ბერაია უნდა გადადგეს, ირაკლი არის ძალიან კარგი კომიტეტის თავმჯდომარე – ხატია წილოსანი

პოპულარული

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ემოციური განცხადება მისი მხრიდან, არ ვფიქრობ, რომ ბერაია უნდა გადადგეს თანამდებობიდან,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა ხატია წილოსანმა ქალ დეპუტატებზე მისი თანაგუნდელების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენის შემდეგ გააკეთა.

წილოსანი ამბობს, რომ მისთვის შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია და ყველა დეპუტატს კოლეგიალურობისკენ მოუწოდებს. წილოსანი ცდილობს ბერაიას დაცვას და ამბობს, რომ მისი დღევანდელი შეურაცხმყოფელი განცხადებები აქუბარდიას მისამართით ემოციური ფონით იყო გამოწვეული.

შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია, მნიშვნელობა არ აქვს გენდერს. კოლეგიალური დამოკიდებულება არის აუცილებელი და ურთიერთპატივისცემა.
არ ვფიქრობ, რომ ბერაია უნდა გადადგეს თანამდებობიდან იმიტომ, რომ ირაკლი არის ძალიან კარგი კომიტეტის თავმჯდომარე, ბევრს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს სათანადოდ წარმოჩენილი ნატო-ში,” – ამბობს ხატია წილოსანი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები