6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა – მელია

პოპულარული

არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანომერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენაამის შესახებ ნიკა ნელია სოციაკურქსელში წერს:

ჟურნალისტები მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობაარარსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პასუხი:

არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანომერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა.

სადაც არსებობენ ეს ადამიანები, არსებობს საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციულიპრობლემები, სადაც არსებობს მათი გავლენა პროცესზემათი დრომოჭმული დასაზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვები,  ვერასოდეს მოვა გამარჯვება.

ვერ შეიქმნება დამოუკიდებელი, ხალხის ინტერესზე მორგებული ვერანაირი ბორდი, თუარსებულ ვითარებაში, მენეჯმენტი სრული შემადგენლობით, სიმაღლის მიხედვით მწკრივშიეწყობა და ჯანსაღ რჩევებზე აკითხავს პარტიის დირექტორ კეზერაშვილს

ერთიანობა ძალაა, თუ სწორ და უღალატო ხალხთან გაქვს ერთობა…. და მსგავსი ერთობისმომხრე ყოველთვის ვიყავი ვარ და ვიქნები

ხოლო ერთობა თუ ფულის გამომუშავებისთვის, სიისა და საპარლამენტო მანდატისთვისდგება, იქ არაფერი მესაქმება

არაფერი მესაქმება, არსად სადაც ხალხის ინტერესი და მისი განხორციელება არაა მთავარი. ვიქნები იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება არის შესაძლებელი

გამოვიყენებ სწორ ადამიანებთან, სწორი მიზნის გარშემო ერთობის და გამარჯვებისათვისბრძოლის ყველა შანსს, ერთადერთი პირობა კი რომელიც მე მაქვს ნაციონალურმოძრაობასთან, არის არაფორმალური მმართველობის დასრულება პარტიაში, იმისთვის, რომდავასრულოთ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში

სხვა ყველა შემთხვევაში, რა სახელიც არ უნდა ერქვას პლატფორმას, რომელიც გახლეჩვაზე, ხალხის განსხვავებული აზრის გამო დევნაზე არის ორიენტირებული, ვერასოდეს  დაამარცხებსივანიშვილს, თეორიულადაც კი

ივანიშვილს დაამარცხებს მართალი, პრინციპული, შედეგზე და არა სკამზე, ფულსა დათანამდებობაზე, ორიენტირებული ხალხი”-წერს ნიკა მელია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები