1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

არ გვინდა 2024 წელს საარჩევნო უბნებთან ისევ ვიხილო შავებში ჩაცმულო მამაკაცები – გზავნილები ევროპარლამენტიდან

პოპულარული

არ გვინდა 2024 წელს საარჩევნო უბნებთან ისევ ვიხილო შავებში ჩაცმულო მამაკაცები – ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, ასეთი გზავნილები ისმის ევროპარლამენტიდან.

გავლენიანი ევროპარლამენტარი “პირველებთან” საუბარში ამბობს, რომ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია არის არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართველ ხალხის მიღწევა.

ევროპარლამენტარის დეოლიგარქიზაციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ არაა საჭირო არსებობდეს ივანიშვილის კანონი.

ეს გადაწყვეტილება ჩემი აზრით, მოტივირებულია ქართველი ხალხის მისწრაფებებით. ქართველ ხალხმა მკაფიოდ გამოხატა საკუთარი სურვილი და მისწრაფება. ასევე აღსანიშნავია პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ჩვენს პარლამენტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სიგნალი. და თუ თქვენ დააკვირდებოდით გასული წლის დისკუსიებს, ჩვენ უმეტესად ვსაუბრობდით ქართველ ხალხზე და არა საქართველოს მთავრობის მიღწევებზე. ახლა დროა მთავრობამ ეს ყურად იღოს ეს გადაწყვეტილება და გაამართლოს ქართველი ხალხის მოლოდინი.
ნებისმიერი არჩევნები არის დემოკრატიის ტესტი. ის უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, თავისუფალი საარჩევნო კამპანია, მედიის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი თავისუფალი არჩევნების. მე არ მინდა მომდევნო არჩევნებზეც საარჩევნო უბნებთან ისევ ვიხილო შავებში ჩაცმულო მამაკაცები რომლებიც ამომრჩევლების ნებაზე ახდენენ გავლენას. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, არაა საჭირო არსებობდეს ივანიშვილის კანონი, უნდა არსებობდეს იურიდიული მექანიზმი რომელიც გამორიცხაცს გავლენას პოლიტიკასა და სოციალურ ცხოვრებაზე და ის გავცელდება ივანიშვილზეც” – ამბობს ევროპარლამენტარი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები