1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

არ გამოვრიცხავ, „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად ვაჭრობდეს იმპიჩმენტის თემით და საკუთარი ხმების სანაცვლოდ, სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს – ვოლსკი

პოპულარული

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, არ გამორიცხავს, „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად ვაჭრობდეს იმპიჩმენტის თემით და საკუთარი ხმების სანაცვლოდ, სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს.

თუმცა, ვოლსკის თქმით, სასაცილოა, რომ გიორგი გახარიას გუნდი ასეთი უსუსური მოსაზრებების გარშემო ერთიანდება.

„სასაცილოა, რომ გიორგი გახარიას გუნდი ერთიანდება ასეთი უსუსური მოსაზრებების გარშემო, რათა „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ერთიანად შეუტიოს და წარმოადგინოს თავის მესამე პოლუსზე მოსვლის მტკიცებულება, რაც არსებობს, რადგან მათი შექმნის დღიდან „ნაცმოძრაობასთან“ გარიგებაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მესამე დღეა, მიმდინარეობს. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს დაიწო. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა წარადგინა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები