3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“არცერთი ქვა არ არის დადებული გახარიას პრემიერობის დროს” – დოლიძე

პოპულარული

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე “ტვ პირველის” ეთერში გიორგი გახარიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი პრემიერობის დროს “არცერთი ქვა არ არის დადებული”.

ანა დოლიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და თვითმმართველობის პარტიების ლიდერებს დებატებში იწვევს, რათა ქართველმა საზოგადოებამ ოპოზიციის წარმომადგენლების რესურსი და პრინციპები დაინახოს.

არცერთი ქვა არ არის დადებული გახარიას პრემიერობის დროს, მისი გუნდის მიერ, რომლებიც იყვნენ კლანის მუშაობის განუყოფელი ნაწილები. წინა არჩევნების დროს გახარია დებატებში არ დამიჯდა, მას ეტყობა მხოლოდ კაცებთან უნდოდა დებატი. მაქვს უფლება პირდაპირ მივმართო, მაშინ როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკა იყო საჭირო, არც ერთი, მათ შორის, ბატონი გახარია, ფრონტზე არ გვინახავს, ისინი სისტემის შიგნით იყვნენ მოკალათებულნი. ვიწვევ დებატებში გახარიას და ზოგადად, თვითმმართველობის პარტიების ლიდერებს, რადგან ხალხს ვანახოთ, ვინ ვართ ჩვენ – აღნიშნა ანა დოლიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები